საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მან . . . ღმერთს ასიამოვნა“
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 1
    • ბიბლიაში ბევრი არაფერია ნათქვამი ენოქზე. მის შესახებ ბიბლიის მხოლოდ სამი მონაკვეთიდან ვიგებთ (დაბადება 5:21—24; ებრაელები 11:5; იუდა 14, 15). თუმცა ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორი ძლიერი რწმენა ჰქონდა ამ კაცს.

  • „მან . . . ღმერთს ასიამოვნა“
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 1
    • „დადიოდა ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“

      როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ენოქი „ადამიდან მეშვიდე“ იყო. მის დროს ხალხი ათას სისაძაგლეს სჩადიოდა. როგორც აღვნიშნეთ, მაშინ ადამიანები დიდხანს ცოცხლობდნენ, რადგან ჯერ კიდევ ახლოს იყვნენ ფიზიკურ სრულყოფილებასთან, რომელიც ერთ დროს მათ წინაპრებს, ადამსა და ევას, ჰქონდათ, მაგრამ დაკარგეს. თუმცა ზნეობრივად და სულიერად უკვე დეგრადირებულები იყვნენ, რის გამოც იმდროინდელ მსოფლიოში ძალადობას მოეკიდებინა ფეხი. ამ მანკიერებამ ჯერ კიდევ მეორე თაობაში იჩინა თავი, როცა კაენმა თავისი ძმა აბელი მოკლა. კაენის ერთ-ერთი შთამომავალი, როგორც ჩანს, მასზე გაცილებით სასტიკი და დაუნდობელი იყო, რითაც ამაყობდა კიდეც. მესამე თაობაში ახალმა მანკიერებამ იჩინა თავი. ადამიანებმა ღვთის სახელის, იეჰოვას, ხსენება დაიწყეს, ოღონდ არა იმიტომ, რომ განედიდებინათ იგი, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხეყოთ მისი წმინდა სახელი (დაბადება 4:8, 23—26).

      როგორც ჩანს, ენოქის დროს ხალხი სულიერად მართლაც დაკნინებული იყო. როცა ენოქი გაიზარდა, არჩევანის წინაშე დადგა: აჰყვებოდა უმრავლესობას თუ ცისა და მიწის შემქმნელ ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყებდა ძებნას? ალბათ, მას ძალიან დაამწუხრებდა იმის გაგება, რომ მისი წინაპარი აბელი მხოლოდ იმის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ იეჰოვა ღმერთის ნებას ასრულებდა. ენოქმა გადაწყვიტა, აბელისთვის მიებაძა. დაბადების 5:22-ში მის შესახებ ნათქვამია: „ენოქი . . . დადიოდა ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“. ამ სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ენოქი ღვთისმოშიში კაცი იყო იმდროინდელ უღვთო ქვეყნიერებაში. პირველად სწორედ ენოქზე ამბობს ბიბლია, რომ ღმერთთან ერთად დადიოდა.

      ამავე ბიბლიურ მუხლში ნათქვამია, რომ ენოქი მეთუშალახის, თავისი ვაჟის, დაბადების შემდეგაც ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. აქედან ჩანს, რომ ენოქი დაახლოებით 65 წლის ასაკში დაოჯახებული იყო, თუმცა ბიბლია არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ რამდენი ვაჟი და ასული ჰყავდა, ის არც მისი ცოლის სახელს მოიხსენიებს. თუ ოჯახის თავი ცდილობს, ღვთისმოსაწონად იცხოვროს, თავისთავად იმასაც შეეცდება, რომ ისე იზრუნოს ოჯახზე და აღზარდოს შვილები, როგორც ღმერთი მოელის მისგან. ენოქს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვას მოთხოვნისამებრ, ცოლის ერთგული უნდა ყოფილიყო (დაბადება 2:24). იგი, ალბათ, ძალ-ღონეს არ დაიშურებდა, რომ თავისი შვილებისთვის იეჰოვა ღმერთი შეეყვარებინა. დაუფასდა მას ეს?

      ბიბლია ბევრს არაფერს ამბობს ამის შესახებ და არც იმაზე საუბრობს, ჰქონდა თუ არა ღვთისადმი რწმენა მის ვაჟს, მეთუშალახს, რომელმაც, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ყველაზე დიდხანს იცოცხლა. იგი იმ წელს მოკვდა, როცა წარღვნა მოხდა. მეთუშალახს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ლამექი დაარქვა. ლამექის დაბადების შემდეგ მისმა პაპამ, ენოქმა, კიდევ საუკუნეზე მეტხანს იცოცხლა. ლამექმა დიდი რწმენა გამოავლინა. იეჰოვას ნებით მან თავისი ვაჟის, ნოეს შესახებ წინასწარმეტყველება წარმოთქვა, რომელიც წარღვნის შემდეგ შესრულდა. ნოეც თავისი დიდი პაპის, ენოქის მსგავსად, ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა. მართალია, ენოქი ვერ მოესწრო ნოეს, მაგრამ მას მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა დაუტოვა. ნოეს ბევრი რამის სწავლა შეეძლო მამამისისგან, ლამექისგან, პაპამისი მეთუშალახისგან ან ენოქის მამისგან, იარედისგან, რომელიც მაშინ მოკვდა, როცა ნოე 366 წლის იყო (დაბადება 5:25—29; 6:9; 9:1).

      დაფიქრდით, რამხელა სხვაობაა ენოქსა და ადამს შორის. მართალია, ადამი სრულყოფილი იყო, მაგრამ ეურჩა იეჰოვას, რითაც შესცოდა და თავის შთამომავლობას მემკვიდრეობით ტანჯვა და სიკვდილი არგუნა. ენოქი კი, არასრულყოფილების მიუხედავად, ღმერთთან ერთად დადიოდა და თავის შთამომავლებს რწმენის შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა, რაც მართლაც ფასდაუდებელი მემკვიდრეობა იყო. ენოქი 308 წლის იყო, როცა ადამი მოკვდა. იგლოვეს ადამის შთამომავლებმა თავიანთი ეგოისტი წინაპარი? ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ენოქი „დადიოდა . . . ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“! (დაბადება 5:24).

      მათ დროის რაღაც მონაკვეთში ერთად იცხოვრეს

      თუ ოჯახზე ზრუნვა გიწევთ, დაფიქრდით, რის სწავლა შეგიძლიათ ენოქის მაგალითიდან. რასაკვირველია, ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა აუცილებელია, მაგრამ არსებობს ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ — სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (1 ტიმოთე 5:8). ეს თუ კარგად გესმით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც კარგ მაგალითს მისცემთ ამ მხრივ ოჯახს. თუ ენოქივით ღმერთთან ერთად ივლით და ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით იცხოვრებთ, თქვენც დაუტოვებთ ოჯახს მდიდარ სულიერ მემკვიდრეობას ანუ კარგ მისაბაძ მაგალითს.

      ენოქმა „მათ შესახებ იწინასწარმეტყველა“

      ენოქი, ეს ძლიერი რწმენის მქონე კაცი, შესაძლოა სრულიად მარტო გრძნობდა თავს უღვთოთა შორის. მაგრამ ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია იეჰოვა ღმერთს. ერთ დღესაც იეჰოვა დაელაპარაკა თავის ერთგულ მსახურს. მან ენოქს დაავალა, რომ იმ დროს მცხოვრები ხალხისთვის მისი ცნობა გადაეცა. ამგვარად, ენოქი გახდა პირველი წინასწარმეტყველი, რომლის სიტყვებიც ბიბლიაში ჩაიწერა. მისი გამაფრთხილებელი ცნობა ჩვენამდე იუდამ, იესოს ძმამ, მოიტანა, რომელსაც ღმერთმა ეს წინასწარმეტყველება საუკუნეების შემდეგ ჩააწერინა ბიბლიაში.a

      ენოქმა ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღასრულოს სამართალი ყველას მიმართ და ამხილოს ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ამხილოს უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში“ (იუდა 14, 15). ალბათ, პირველი, რაც შენიშნეთ, ისაა, რომ ენოქი წარსულ დროში საუბრობს, თითქოს ღმერთმა უკვე შეასრულა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ამგვარად ბევრი სხვა წინასწარმეტყველება წარმოითქვა. რა იყო ამის მიზანი: წინასწარმეტყველი მოსახდენ მოვლენებს ისე დამაჯერებლად აღწერდა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე მოხდა (ესაია 46:10).

      ენოქი მტრულად განწყობილ ხალხს ღვთის ცნობას უცხადებს

      ენოქი უშიშრად აცხადებდა ღვთის ცნობას მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში

      ადვილი იყო ენოქისთვის ღვთის ცნობის გაცხადება? წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ასეთი განაჩენის გაცხადება იმ ხალხისთვის, რომლებთან მიმართებითაც ზემოხსენებულ წინასწარმეტყველებაში ოთხჯერ არის გამოყენებული სიტყვა „უღვთო“. ეს წინასწარმეტყველური სიტყვები მწარე რეალობას ააშკარავებდა: მას შემდეგ, რაც ღმერთმა ედემიდან პირველი წყვილი გააძევა, კაცობრიობა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო უზნეობაში. მაშინდელ მსოფლიოს გარდაუვალი განადგურება ელოდა — მალე იეჰოვა „თავის უთვალავ წმინდასთან“, ანგელოზებისგან შემდგარ უძლეველ ლაშქართან ერთად ბოლოს მოუღებდა უღვთოებს. ენოქი უშიშრად, თანაც სრულიად მარტო აცხადებდა ღვთის გამაფრთხილებელ ცნობას! ალბათ, ახალგაზრდა ლამექი აღფრთოვანებული იყო პაპამისის გაბედულებით.

      ენოქის მაგალითმა შესაძლოა დაგვაფიქროს: ჩვენც ისევე ვუყურებთ დღევანდელ ქვეყნიერებას, როგორც ღმერთი? განაჩენი, რომელსაც ენოქი გაბედულად აცხადებდა, დღევანდელ მსოფლიოსაც ეხება. ენოქის გაფრთხილების თანახმად, ნოეს დღეებში იეჰოვამ წარღვნა მოავლინა და აღგავა მიწის პირისგან უღვთონი. წარღვნა გამაფრთხილებელი მაგალითია იმ დიდი განადგურების შესახებ, რომელიც კაცობრიობას თავს დაატყდება (მათე 24:38, 39; 2 პეტრე 2:4—6). მალე ღმერთი თავის უთვალავ წმინდასთან ერთად სამართლიან განაჩენს აღასრულებს უღვთო ქვეყნიერებაზე, როგორც ეს წარსულში გააკეთა. თითოეულმა ჩვენგანმა ყურად უნდა ვიღოთ გაფრთხილება, რომელსაც ენოქი აცხადებდა და სხვებსაც ვაუწყოთ ამის შესახებ. შესაძლოა ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, რის გამოც დროდადრო თავს მარტოდ ვგრძნობთ. მაგრამ იეჰოვას არასდროს მიუტოვებია ენოქი და არც დღეს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს!

  • „მან . . . ღმერთს ასიამოვნა“
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 1
    • წარმოიდგინეთ ის ამაღელვებელი მომენტი, როცა ენოქს შეხვდებით. ალბათ, ბევრ საინტერესო რამეს მოვისმენთ მისგან. ის იმასაც გვეტყვის, რამდენად სწორად წარმოვისახეთ მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები. მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, დღესვე შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი რამის სწავლა მისგან. ენოქზე საუბრის შემდეგ პავლემ ასეთი დასკვნა გააკეთა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). მართლაც რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს ენოქი, ეს ღვთისმოშიში კაცი!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება