-
„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
13. ვინ შედიან „შინაურებში“ და რატომ?
13 ახლა უკვე ჩნდება სხვა კითხვა: ვინ არიან „შინაურები“? მარტივად თუ ვიტყვით, ეს ის ხალხია, ვისაც ერთგული და გონიერი მონა კვებავს. ბოლო დღეების საწყის ეტაპზე „შინაურები“ მხოლოდ ცხებული ქრისტიანები იყვნენ. დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ „შინაურებში“ შედის უამრავი ხალხიც ანუ „სხვა ცხვარიც“. ეს „სხვა ცხვარი“ ერთიანდება „ერთ სამწყსოში“, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს და ამ სამწყსოს უმრავლესობას წარმოადგენს (იოან. 10:16). ორივე ჯგუფი საზრდოობს ერთგული მონის მიერ დროულად მოწოდებული სულიერი საკვებით. თუმცა საინტერესოა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიც ამ სულიერი საკვებით საზრდოობენ? ისინი ხომ თავად არიან ერთგული და გონიერი მონის წევრები? პასუხი ცალსახაა: ეს ძმებიც საჭიროებენ სულიერ საზრდოს. აქედან გამომდინარე, ისინი თავმდაბლად აღიარებენ, რომ ცალ-ცალკე თითოეული მათგანი შედის „შინაურთა“ რიცხვში, ისევე როგორც იესოს სხვა დანარჩენი ერთგული მიმდევრები.
ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყველანი „შინაურები“ ვართ და ყველას გვჭირდება დროული სულიერი საზრდო
14. ა) რა პასუხისმგებლობა აკისრია ერთგულ მონას? ბ) რა გაფრთხილება მისცა იესომ ერთგულ და გონიერ მონას? (იხილეთ ჩარჩო „თუ ის მონა ბოროტია ...“)
14 იესომ დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა ერთგულ და გონიერ მონას. ბიბლიურ დროში სანდო მონას სახლის მართვას ანდობდნენ და ის იყო სახლის გამგებელი (ლუკ. 12:42). ამგვარად, ერთგულ და გონიერ მონას ბატონის სახლეულობის ერთგულად მეთვალყურეობის პასუხისმგებლობა აკისრია. მის პასუხისმგებლობაში შედის: მატერიალური ქონების განკარგვა, სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობა, საკონგრესო პროგრამების მომზადება და ლიტერატურის გამოცემა, რომელსაც ვიყენებთ კრების შეხვედრებზე, პირადი შესწავლისა და ქადაგების დროს. შინაურები სწორედ ამ სულიერ საზრდოზე არიან დამოკიდებულნი.
-