საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორგულობის შედეგები
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ამიტომაც 1918 წელს, როდესაც „ღვთის სახლიდან“ განკითხვა დაიწყო, იეჰოვამ უარყო ქრისტიანული სამყარო. ამ დროიდან ახალი —„ერთგული და გონიერი“ — განმგებელი გამოჩნდა, რომელიც იესოს მთელ მიწიერ სახლეულზე იქნა დაყენებული (1 პეტრე 4:17; ლუკა 12:42—44). ღვთის მსახურთა ამ ჯგუფმა დაიმსახურა, რომ ღმერთს დავითის სახლის „გასაღები“’ გადაეკიდა მის მხარზე. მყარად ჩარჭობილი „სამსჭვალის“ მსგავსად, ის საიმედო საყრდენია ყველა სხვა „ჭურჭლისთვის“, სხვადასხვა პასუხისმგებლობის მქონე ცხებული ქრისტიანებისთვის, რომლებიც მისგან იღებენ სულიერ საზრდოს. ძველ იერუსალიმში მცხოვრები „მდგმურების“ მსგავსად, „სხვა ცხვრებისთვისაც“ ეს „სამსჭვალი“, თანამედროვე ელიაკიმია, საყრდენი (იოანე 10:16; მეორე რჯული 5:14).

      22. ა) რატომ იყო დროული შებნას შეცვლა სხვა განმგებლით? ბ) რატომ იყო „ერთგული და გონიერი განმგებლის“ დანიშვნა დროული ჩვენს დროში?

      22 ელიაკიმმა მაშინ შეცვალა შებნა, როდესაც სანხერიბი თავისი ურდოებით წამოვიდა იერუსალიმზე. ღმერთმა ამნაირადვე დააყენა მსახურად „ერთგული და გონიერი განმგებელი“ უკანასკნელ ჟამს, რომელიც მაშინ დასრულდება, როდესაც სატანა თავისი ძალებით საბოლოო იერიშს მიიტანს „ღვთის ისრაელსა“ და მათ თანამსახურ სხვა ცხვრებზე (გალატელთა 6:16). როგორც ხიზკიაჰუს დღეებში მოხდა, ეს თავდასხმაც სამართლიანობის მტრების მარცხით დასრულდება. ისინი, ვისი საყრდენიც ‘მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი’, ერთგული განმგებელია, გადარჩებიან, როგორც ღვთის ერთგული იერუსალიმელები გადარჩნენ იუდაზე აშურის თავდასხმის დროს.

  • ორგულობის შედეგები
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ესაიას პირით იეჰოვა ამბობს: „იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს. და შენი შესამოსელით შევმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის. მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს“ (ესაია 22:20—22). შებნას ელიაკიმი შეცვლის, ის შეიმოსება განმგებლის შესამოსლით და დავითის სახლის გასაღებს მიიღებს. ბიბლიაში სიტყვა „გასაღები“ უფლებამოსილებას, მმართველობას ან ძალაუფლებას აღნიშნავს (შეადარეთ მათე 16:19). ძველ დროში მეფის მრჩეველს, რომელსაც გასაღებები ჰქონდა მინდობილი, შეიძლება სასახლის დარბაზების ზედამხედველობა ჰქონოდა დაკისრებული და მისსავე მოვალეობაში ყოფილიყო სამეფო კარზე მსახურებისთვის ხალხის შერჩევა (შეადარეთ გამოცხადება 3:7, 8). ასე რომ, განმგებელი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ამიტომაც ბევრი მოეთხოვება ნებისმიერს, ვისაც ეს პასუხისმგებლობა აქვს მინდობილი (ლუკა 12:48).

  • ორგულობის შედეგები
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • ორი სიმბოლური სამსჭვალი

      19, 20. ა) რა მხრივ იქნება კურთხევა ელიაკიმი თავისი ხალხისთვის? ბ) რა დაემართება ყველას, ვინც შებნას მხარეზე დარჩება?

      19 ბოლოს იეჰოვა სიმბოლურად აღწერს, როგორ გადავა ძალაუფლება შებნას ხელიდან ელიაკიმის ხელში. ის ამბობს: „სამსჭვალივით ჩავარჭობ [ელიაკიმს] მყარ ადგილზე და მამამისის სახლის დიდების ტახტად შეიქნება. მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას — მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი [შებნა], გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა“ (ესაია 22:23—25).

      20 ამ მუხლებში მოხსენიებული პირველი სამსჭვალი ელიაკიმია, რომელიც თავისი მამის, ხილკიას, სახლის „დიდების ტახტად“ იქცევა. შებნასგან განსხვავებით, ის არ შეარცხვენს თავისი მამის სახლს. ელიაკიმი მყარი საყრდენი იქნება ჭურჭლეულისთვის, ანუ სამეფო კარის სხვა მსახურთათვის (2 ტიმოთე 2:20, 21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება