-
რაც მალე უნდა მოხდესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
6. იესოს სიტყვების თანახმად რომელი „არხით“ მიაწვდიდა ის დღეს სულიერ საზრდოს თავის „მონებს“?
6 ღმერთს ჰქონდა „არხი“, რომლის მეშვეობითაც იოანეს დროს თავის მსახურებს გადასცა „გამოცხადება“. იოანე ამ „არხის“ მიწიერი წარმომადგენელი იყო. ღმერთს დღესაც აქვს არხი, რომლის საშუალებითაც სულიერად კვებავს თავის „მონებს“. ქვეყნიერების აღსასრულზე თავის ცნობილ წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა, რომ ამ „არხის“ მიწიერი წარმომადგენელი „ერთგული და გონიერი მონა“ იქნებოდა, „რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის“ (მათე 24:3, 45—47). ის იოანეს კლასს აძლევს წინასწარმეტყველების მნიშვნელობის ახსნის შესაძლებლობას.
-
-
რაც მალე უნდა მოხდესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
9. ა) რამ ცხადყო, რომ იოანეს კლასი იოანეს მსგავსად მოქმედებდა? ბ) იოანეს სიტყვების თანახმად რა უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისთვის?
9 იოანე ერთგულად აცხადებდა იმ ცნობას, რომელიც მას ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით გადასცა. მან დაწვრილებით აღწერა ის, რაც იხილა. იოანეს კლასიც გულმოდგინედ ეძებდა ღვთისა და იესო ქრისტეს ხელმძღვანელობას, რომ ბოლომდე ჩასწვდომოდა წინასწარმეტყველებებს და ღვთის ხალხისთვისაც გადაეცა მათი მნიშვნელობა.
-