-
საოცარი საიდუმლო იხსნებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
1. ა) რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და დიდი მეძავის დანახვისას, და რატომ? ბ) როგორ რეაგირებს დღეს იოანეს კლასი ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებაზე?
რა რეაქცია ჰქონდა იოანეს შემზარავი მხეცისა და მასზე მჯდომი დიდი მეძავის დანახვისას? იოანე ამბობს: „დავინახე და დიდი გაკვირვებით გამიკვირდა“ (გამოცხადება 17:6ბ). ადამიანს არ შეუძლია ამგვარი სანახაობის წარმოდგენა. იოანე ხედავს გახრწნილ მეძავს უდაბნოში. მეძავი საშინელ, ალისფერ მხეცზე ზის (გამოცხადება 17:3). დღესაც იოანეს კლასი განცვიფრებას ვერ მალავს ამ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულების შემხედვარე.
-
-
საოცარი საიდუმლო იხსნებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
2. ა) რას ეუბნება ანგელოზი იოანეს, როცა მის გაკვირვებას ხედავს? ბ) რა გაუმჟღავნდა იოანეს კლასს და როგორ მოხდა ეს?
2 ანგელოზისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა იოანეს გაკვირვება. იოანე განაგრძობს: «ანგელოზმა კი მითხრა: „რატომ გაგიკვირდა? გეტყვი ამ ქალისა და იმ შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის საიდუმლოს, რომელიც მას ატარებს“ » (გამოცხადება 17:7). ანგელოზი იოანეს საიდუმლოს განუმარტავს. ის გაოგნებულ იოანეს უხსნის ამ ხილვის სხვადასხვა დეტალს და მოსალოდნელ მოვლენებს. იოანეს კლასს, რომელიც ფხიზლობს და რომლის მსახურებასაც ანგელოზები ხელმძღვანელობენ, გაუმჟღავნდა ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“ — ერთგული იოსების მსგავსად, ჩვენც გვჯერა, რომ ეს ასეა (დაბადება 40:8; შეადარეთ დანიელის 2:29, 30). ღვთის ხალხი თითქოსდა მოვლენების ცენტრში ექცევა, როცა იეჰოვა უხსნის მათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ხილვას და როგორ იმოქმედებს ის მათზე (ფსალმუნი 25:14). ღმერთმა მათ თავის დროზე გაუმჟღავნა ქალისა და მხეცის საიდუმლო (ფსალმუნი 32:8).
-