საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მრავალთა დაპურება ერთეულთა ხელით
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • მაშასადამე, იბადება კითხვა: 1914 წლამდე არსებული ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი ქრისტეს მიერ დანიშნული არხი იყო, რომლის მეშვეობითაც მას უნდა გამოეკვება თავისი „ცხვარი“? პასუხი ნათელია: ეს არ იყო დანიშნული არხი. ისინი ზრდის პერიოდში მოღვაწეობდნენ და სულიერი საზრდოს გადამცემი არხი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ჯერ არ იყო მოსული ხორბლისგან სარეველას გამოცალკევების ჟამი ანუ ცრუ ქრისტიანების ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან გამოყოფის დრო.

      17. რა მნიშვნელოვან მოვლენებს ეფინება ნათელი 1914 წლიდან?

      17 როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, მკა დაიწყო 1914 წელს. სწორედ ამ წლიდან ეფინება ნათელი მნიშვნელოვან მოვლენებს. იესო გამეფდა და ბოლო დღეები დაიწყო (გამოცხ. 11:15). 1914 წლიდან მოყოლებული 1919 წლის ადრეულ პერიოდამდე იესო მამას ახლდა სულიერ ტაძარში შემოწმებისა და განწმენდის საქმის შესასრულებლადf (მალ. 3:1—4). შემდეგ 1919 წლიდან დაიწყო ხორბლის მოგროვება. გაჩნდა კითხვა: დადგა იმის დრო, რომ ქრისტეს დაენიშნა ორგანიზებული არხი, რომელიც სულიერ საზრდოს გადასცემდა სხვებს? ნამდვილად, ეს დრო მოსული იყო!

      18. რომელი არხის დანიშვნის შესახებ იწინასწარმეტყველა იესომ და რა ყურადსაღები კითხვა წამოიჭრა ბოლო დღეების დაწყებისთანავე?

      18 ბოლო დღეებთან დაკავშირებით იესომ იწინასწარმეტყველა, რომ დანიშნავდა არხს, რომლის მეშვეობითაც დროულად გადასცემდა სხვებს სულიერ საზრდოს (მათ. 24:45—47). ვის აირჩევდა იესო? როგორც პირველ საუკუნეში, იესო კვლავაც იმავე მეთოდით გამოკვებავდა „ცხვარს“ — მრავალს ერთეულთა ხელით. მაგრამ ბოლო დღეების დაწყებისთანავე წამოიჭრა მეტად ყურადსაღები კითხვა: ვინ იქნებოდნენ ეს ერთეულები? ამ და იესოს წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას პასუხი გაეცემა მომდევნო სტატიაში.

  • „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 2 ჩვენ დროულად ვიღებთ სულიერ საზრდოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იესო, ქრისტიანული კრების თავი, უნაკლოდ ასრულებს თავის დანაპირებს. ვისი მეშვეობით აკეთებს ის ამას? როცა იესო თავის მოსვლის ნიშანზე საუბრობდა, თქვა, რომ ის გამოიყენებდა ერთგულ და გონიერ მონას, რათა „დროულად მიეცა საზრდო“ თავისი შინაურებისთვის.a (წაიკითხეთ მათეს 24:45—47). ერთგული მონა არის არხი, რომლის მეშვეობითაც იესო ამ ბოლო დღეებში აპურებს თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს. იმის გაგებას, თუ ვინ არის ეს „მონა“, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვინაიდან ამ არხზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა და ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა (მათ. 4:4; იოან. 17:3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება