-
„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?
8. რატომ უნდა იყვნენ ერთგულ მონაში შემავალი ქრისტიანები ცხებულები?
8 ერთგულ მონას უნდა შეადგენდნენ დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები. ამ „მონას“ ბიბლიაში „სამეფო სამღვდელოება“ ეწოდება. მათ დავალებული აქვთ, „აუწყონ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოიხმო [ისინი]“ (1 პეტ. 2:9). აქედან გამომდინარე, მართებულია, რომ მხოლოდ „სამეფო სამღვდელოების“ წევრებმა ასწავლონ ჭეშმარიტება თავიანთ თანამორწმუნეებს (მალ. 2:7; გამოცხ. 12:17).
9. ყველა ცხებული ქრისტიანი შედის ერთგულ მონაში?
9 ყველა ცხებული ქრისტიანი შედის ერთგულ მონაში? არა, რადგან რეალურად, ყველა ცხებული ქრისტიანი არ არის ჩაბმული თანამორწმუნეებისთვის სულიერი საზრდოს განაწილების საქმეში. ხორბალთან შედარებულ ცხებულ ქრისტიანებს შორის არიან ცხებული ძმები, რომლებიც შესაძლოა, მომსახურეებად ან უხუცესებად მსახურობენ კრებებში. ისინი ქადაგებენ კარდაკარ, ასწავლიან კრებებში და ერთგულად მიჰყვებიან მსოფლიო მთავარი სამმართველოდან მიღებულ მითითებებს. თუმცა ისინი არ მონაწილეობენ მსოფლიო საძმოსთვის სულიერი საზრდოს განაწილების საქმეში. ამ ცხებულ ქრისტიანებს შორის ასევე არიან თავმდაბალი დები, რომლებიც არ ცდილობენ კრების დამოძღვრას და დასწავლებას (1 კორ. 11:3; 14:34).
10. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?
10 მაშ, ვინ არის ერთგული და გონიერი მონა? როგორც წინა სტატიაში ვნახეთ, პირველ საუკუნეში იესომ მრავალი ერთეულთა ხელით დააპურა. დღესაც ასეა; ის იყენებს „მონას“, რომელიც წარმოადგენს პატარა ჯგუფს; ამ ჯგუფში შედიან ცხებული ქრისტიანი ძმები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში. ისინი ამ დავალებას ასრულებენ ქრისტეს მოსვლის შემდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში ცხებული ძმები, რომლებიც შეადგენენ ერთგულ მონას, ერთად მსახურობენ მთავარ სამმართველოში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვფიქრობდით, რომ იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო ამ „მონის“ წარმომადგენელი იყო. მართალია, იესოს მიერ მოხსენიებული სიტყვა „მონა“ მხოლობით რიცხვში დგას, მაგრამ მასში ერთზე მეტი ადამიანი იგულისხმება. ასე რომ, ხელმძღვანელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთობლივი გადაწყვეტილებებია.
-