-
„გვითხარი, როდის მოხდება ეს?“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
16. კიდევ რომელ მუხლებშია საუბარი იესოს მოსვლაზე?
16 ერთგულ და გონიერ მონასთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს!“.
-
-
„გვითხარი, როდის მოხდება ეს?“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
-
-
17. როგორ გვესმოდა მათეს 24:46-ში მოხსენიებული სიტყვა „მოსვლისას“?
17 ადრე ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ ის ოთხი მუხლი, რომლებიც ბოლოს მოვიხსენიეთ, ეხებოდა 1918 წელს იესოს მოსვლას. განვიხილოთ, რა თქვა იესომ „ერთგულ და გონიერ მონასთან“ დაკავშირებით (წაიკითხეთ მათეს 24:45—47). ადრე ვფიქრობდით, რომ 46-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვა „მოსვლისას“ უკავშირდებოდა 1918 წელს, რადგან მიგვაჩნდა, რომ იესო ცხებული ქრისტიანების სულიერი მდგომარეობის შესამოწმებლად სწორედ ამ წელს მოვიდა და ვფიქრობდით, რომ მან მთელი თავისი ქონება „მონას“ 1919 წელს ჩააბარა (მალ. 3:1). თუმცა იესოს წინასწარმეტყველების დამატებითი გამოკვლევიდან გამოჩნდა, რომ გვესაჭიროება დროსთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებში შეხედულების შეცვლა.
18. რა დასკვნამდე მივყავართ იესოს მოსვლასთან დაკავშირებული მისი წინასწარმეტყველების სრულად განხილვას?
18 მათეს 24:46-ის წინა მუხლებში მოხსენიებული სიტყვა „მოვა“ ეხება იმ პერიოდს, როცა იესო დიდი გასაჭირის დროს მოვა, რათა აუწყოს და აღასრულოს განაჩენი (მათ. 24:30, 42, 44). აგრეთვე, როგორც მე-12 აბზაცშიც განვიხილეთ, მათეს 25:31-ში მოცემული სიტყვა „მოვა“ უკავშირდება იმავე დროს, როცა იესო განაჩენს გამოიტანს. ამგვარად, გონივრულია დავასკვნათ, რომ მათეს 24:46, 47, სადაც საუბარია იმაზე, რომ იესო მთელ თავის ქონებას ერთგულ მონას ჩააბარებს, ეხება მომავალში დიდი გასაჭირის დროს მის მოსვლას.
-