საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უერთგულეთ ქრისტესა და ერთგულ მონას
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
    • ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (მათე 24:3, 45—47).

  • უერთგულეთ ქრისტესა და ერთგულ მონას
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
    • იესომ აღიარა ეს ჯგუფი, როგორც თავისი „ინსტრუმენტი“, ანუ „მონა“, და 1919 წელს მთელი თავისი მიწიერი ქონება მას ჩააბარა.

      ქრისტეს მიწიერი ქონების მართვა

      6, 7. ა) კიდევ რა ტერმინი გამოიყენა იესომ ერთგულ „მონასთან“ დაკავშირებით? ბ) რა იგულისხმება სიტყვაში „მმართველი“?

      6 რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე იესო ჩამოთვლიდა იმ მოვლენებს, რომლებიც მისი მოსვლისა და დედამიწაზე მისი წარმომადგენლის, „მონის“, არსებობის ნიშანი იქნებოდა, მან ამ „მონასთან“ დაკავშირებით გამოიყენა სხვა ტერმინი, რამაც ნათელი მოჰფინა, თუ რა პასუხისმგებლობები ექნებოდა ამ ჯგუფს. იესომ თქვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მმართველი, რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა? ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (ლუკა 12:42, 44).

      7 ამ მუხლებში მონას მმართველი ეწოდება. აქ გამოყენებული ბერძნული ტერმინი ნიშნავს „ოჯახისა თუ ქონების მმართველს“. მმართველთა კლასი უბრალოდ გონიერი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი არ იქნებოდა, რომელიც ბიბლიიდან საინტერესო აზრებს ახსნიდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი უხვ სულიერ საზრდოს „დროულად“ გასცემდნენ, „გონიერი მმართველი“ აგრეთვე დანიშნული იქნებოდა ქრისტეს ყველა მსახურის მეთვალყურედ და მმართველობას გაუწევდა ქრისტეს ‘მთელ ქონებას’ დედამიწაზე. რა იქნებოდა ქრისტეს ქონება?

      8, 9. რა არის „ქონება“, რომელსაც მონა განაგებს?

      8 მონის პასუხისმგებლობაში შედის ის, რომ თვალყური ადევნოს მატერიალურ საშუალებებს, რომლებსაც ქრისტეს მიმდევრები ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად იყენებენ. ეს საშუალებებია, მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო და ფილიალები, აგრეთვე მთელ მსოფლიოში არსებული მათი თაყვანისმცემლობის ადგილები — სამეფო და საკონგრესო დარბაზები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „მონა“ ზედამხედველობს სულიერი განათლების პროგრამას, რომელიც კონგრესებსა და ყოველკვირეულ კრების შეხვედრებზე ბიბლიის შესწავლით ხორციელდება. ამ შეხვედრებზე განიხილება, თუ როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები, და მოცემულია დროული რჩევები, რაც ეხმარება ადამიანს, ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს.

      9 მმართველის პასუხისმგებლობაში აგრეთვე შედის ის, რომ ზედამხედველობა გაუწიოს ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას — ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა’ და ‘ყველა ერიდან მოწაფეების მომზადებას’. ამაში შედის ის, რომ ხალხს ასწავლონ ყველაფერი, რაც ქრისტემ, კრების თავმა, დაავალა მათ, რომ გაეკეთებინათ ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათე 24:14; 28:19, 20; გამოცხადება 12:17). სწავლებისა და ქადაგების საქმიანობის შედეგად გამოჩნდა „უამრავი ხალხი“ — ცხებულთა დარჩენილი ნაწილის ერთგული თანამსახურები. ეს „ხალხთა საუნჯე“ ქრისტეს ქონების ის ძვირფასი ნაწილია, რომელზეც გონიერი მონა ზრუნავს (გამოცხადება 7:9; ანგია 2:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება