-
იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქროგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ლაოდიკეის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხადება 3:14).
-
-
იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქროგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
5. რა გაგებით არის იესო „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“?
5 იესო არის „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმეც“. წინასწარმეტყველებაში ის ხშირად მოიხსენიება, როგორც ერთგული, ჭეშმარიტი და მართალი, რადგან ის, როგორც იეჰოვა ღმერთის მსახური, სრულიად სანდოა (ფსალმუნი 45:4; ესაია 11:4, 5; გამოცხადება 1:5; 19:11). ის იეჰოვას უდიდესი მოწმეა. იესო „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ იყო და ოდითგანვე აცხადებდა იეჰოვას დიდებას (იგავები 8:22—30). დედამიწაზე ყოფნისას იესო ჭეშმარიტებას ამოწმებდა (იოანე 18:36, 37; 1 ტიმოთე 6:13). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი თავის მოწაფეებს წმინდა სულს დაჰპირდა და უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იესო ცხებულ ქრისტიანებს ხელმძღვანელობდა, რომ „ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ მოესმინა სასიხარულო ცნობა (საქმეები 1:6—8; კოლოსელები 1:23). იესოს მართლაც დამსახურებულად ეწოდება ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე,
-