-
‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ერთ-ერთ მიმოხილვაში, რომელიც მიეძღვნა ფრიდრიხ ციპფელის წიგნს „ეკლესიათა ბრძოლა გერმანიაში“, ჰიტლერის მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის შესახებ აღნიშნული იყო: „[მოწმეების] ერთი მესამედი დახოცეს: ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი მხეცურად მოკლეს, ზოგს კი შიმშილმა, ავადმყოფობამ და მძიმე შრომამ ამოხადა სული. მათ სასტიკად ავიწროებდნენ მათი უკომპრომისო რწმენის გამო, რაც ვერ ეთანხმებოდა ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიას“ („Kirchenkampf in Deutschland“).
-
-
‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
10. ბევრ ქვეყანაში როგორ ხდებოდნენ უამრავი ხალხის წარმომადგენელი ერთგული ქრისტიანები დევნის მთავარი ობიექტები?
10 უამრავი ხალხის წარმომადგენელი ახალგაზრდა ერთგული ქრისტიანები 1935 წლიდან მოყოლებული ბევრ ქვეყანაში დევნის მთავარი ობიექტები ხდებოდნენ (გამოცხადება 7:9). მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც კი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში 14 იეჰოვას მოწმე ჩამოახრჩვეს. რაში სდებდნენ მათ ბრალს? იმაში, რომ აღარ სწავლობდნენ ომს (ესაია 2:4). აზიასა და აფრიკაში კი არაერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცემით მოკლეს, ზოგიც — დახვრიტეს. ეს წამებულები, იესოს ცხებული ძმების ღირსეული მხარდამჭერები, უეჭველად აღდგებიან აღთქმულ „ახალ დედამიწაზე“ (2 პეტრე 3:13; შეადარეთ ფსალმუნის 110:3; მათეს 25:34—40; ლუკას 20:37, 38).
-