„ყველა ერთ ოჯახს ვეკუთვნით“
ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა რელიგიური ათვალწუნება და რასიზმი. ეთნიკურმა სხვაობებმა მრავალი აღძრა, ჩაედინათ მკვლელობები, ეწამებინათ ადამიანები და მოემოქმედებინათ სხვა სამარცხვინო მხეცობები. „ამნესტი ინტერნეშნლ“-ის თანახმად, ადამიანის უფლებების ძალადობით დარღვევამ მთელ მსოფლიოში 1994 წელს 23 მილიონი ადამიანი აიძულა, მიეტოვებინა სახლი.
მხოლოდ რუანდაში 500 000 ადამიანი იქნა მოკლული და 2 მილიონზე მეტი გახდა ლტოლვილი ხუტუსა და ტუტსის შორის ამტყდარი ხოცვა-ჟლეტის გამო. ბელგიური გაზეთი „სუარ“-ი იუწყება: „იეჰოვას მოწმეებს განსაკუთრებით სდევნიდნენ, რადგან უარს ამბობდნენ იარაღის ხელში აღებაზე“. იეჰოვას მოწმეები არ ერეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტში. მიუხედავად ამისა, ძალადობის დროს მაინც მოკლეს ასობით მათგანი. ეს გვახსენებს იესოს სიტყვებს, რომლებიც მოწაფეებს უთხრა: „რაკი არ ხართ წუთისოფლისანი. . . ამიტომ სძულხართ წუთისოფელს“ (იოანე 15:19).
იეჰოვას მოწმეების ერთი ოჯახი — ეჟენ ნტაბნანა, მისი მეუღლე და ორი ბავშვი — ცხოვრობდნენ დედაქალაქ კიგალიში. როდესაც ეჟენი თავის მეზობლებს უხსნიდა ქრისტიანულ ნეიტრალურობას, ხშირად საუბრობდა ვაზის ერთ-ერთი სახეობის, ბუგენვილეას შესახებ, რომელიც მხოლოდ თბილ კლიმატში ხარობს (მათე 22:21).
ეჟენი ამბობდა: „აქ, კიგალიში, ბუგენვილეას აქვს წითელი, ვარდისფერი და ზოგჯერ თეთრი ყვავილები. მაგრამ მაინც ერთ ოჯახს ეკუთვნიან. ასევე ადამიანებიც. სხვადასხვა რასის, კანის ფერის ან ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ეკუთვნიან ერთ ოჯახს, ადამიანთა ოჯახს“.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ბუნების იყვნენ და ნეიტრალური პოზიცია ეკავათ, ნტაბნანას ოჯახი სისხლმოწყურებულმა ბრბომ ამოჟლიტა. ისინი ერთგულები დაიხოცნენ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს აღთქმას ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით და აღადგენს მათ ისეთ დედამიწაზე საცხოვრებლად, სადაც აღარ იქნება ეროვნული ათვალწუნება (საქმეები 24:15). ნტაბნანას ოჯახი სხვებთან ერთად ‘დაამდება დიდი მშვიდობით’ (ფსალმუნი 36:11).