საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოველთვის იმას ვფიქრობ, თუ რით ვასიამოვნო იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
    • უცებ საკნის კარი გაიღო და ოფიცერმა დაიძახა: „რომელია ნიროსი?“. როდესაც თავი წარვუდგინე, მიბრძანა: „ადექი, სიკვდილით უნდა დაგსაჯოთ“. ეს მოხდა 1952 წელს კორინთის (საბერძნეთი) სამხედრო ბანაკში ყოფნისას. რატომ ეკიდა ბეწვზე ჩემი სიცოცხლე? სანამ ამას აგიხსნიდეთ, ნება მიბოძეთ, ცოტა რამ ჩემი წარსულიდან მოგითხროთ.

  • ყოველთვის იმას ვფიქრობ, თუ რით ვასიამოვნო იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ნოემბერი
    • ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამოცდა

      მესოლონგიონისა და კორინთის სამხედრო ბანაკებში ყოფნისას, შესაძლებლობა მქონდა ოფიცრებისთვის ამეხსნა, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ მრთავდა, ჯარისკაცი გავმხდარიყავი და მხარი დამეჭირა პოლიტიკური მოძრაობისთვის. „მე უკვე იესოს ჯარისკაცი ვარ“, — ავუხსენი და მე-2 ტიმოთეს 2:3 წავუკითხე. როდესაც მთხოვეს, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, ვუპასუხე, რომ გადაწყვეტილება ნაუცბადევად კი არ მქონდა მიღებული, არამედ სერიოზული დაფიქრების შემდეგ. ვიცოდი, რომ მიძღვნის თანახმად ღვთის ნება უნდა შემესრულებინა.

      ბოლოს მომისაჯეს იძულებითი სამუშაო. 20 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით მშიერი უნდა დავრჩენილიყავი და საკნის ცემენტის იატაკზე დამეძინა, რომლის ფართობიც 2 კვადრატული მეტრიც არ იყო. ამ საკანში ორი სხვა მოწმეც იყო. სწორედ ამ საკანში შემოვიდა ოფიცერი და დასახვრეტად გამიყვანა.

      „არაფრის თქმა არ გინდა?“ — მკითხა მან.

      „არა“, — ვუპასუხე მე.

      „არ გინდა მისწერო ოჯახს?“

      „არა, —კვლავ ვუპასუხე, — მათ უკვე იციან, რომ აქ შეიძლება მომკლან“.

      შიდა ეზოში შემიყვანეს და მიბრძანეს, კედელს მივყუდებოდი. შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ჯარისკაცებისთვის ებრძანა ცეცხლი გაეხსნათ, ოფიცერმა ბრძანა: „წაიყვანეთ“. ეს ყოველივე ჩემი სიმტკიცის გამოსაცდელად გაითამაშეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება