-
იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებსსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 სექტემბერი
-
-
10 მოდი, ლორელის შემთხვევა განვიხილოთ, რომელიც პოლიომიელიტით დაავადდა და 37 წლის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატი უნარჩუნებდა სიცოცხლესa. მეტისმეტად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იგი სიკვდილამდე გულმოდგინედ ემსახურებოდა ღმერთს. წლების მანძილზე იეჰოვას უხვი კურთხევა ეწია ლორელს. მაგალითად, იგი 17 ადამიანს დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების ზუსტი შემეცნების შეძენაში, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო მიჯაჭვული! მისი მდგომარეობა პავლე მოციქულის სიტყვებს გვახსენებს: „როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:10). დიახ, ნებისმიერი წარმატება, რომელსაც სასიხარულო ცნობის ქადაგებისას შეიძლება მივაღწიოთ, ჩვენი უნარიანობის შედეგი კი არ არის, არამედ სულიწმიდის მეშვეობით ღვთის დახმარების შედეგია; სულიწმიდას კი ღმერთი იმ ადამიანებს აძლევს, რომლებიც მის სიტყვას უგონებენ (ესაია 40:29—31).
-
-
იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებსსაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 სექტემბერი
-
-
[სურათი 17 გვერდზე]
დიდი სირთულეების მიუხედავად, ლორელ ნიზბეტი გულმოდგინედ ემსახურებოდა ღმერთს.
-