-
„თქვენთან ერთად წამოვალთ“საგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
არა, ვინაიდან ცხებულებს მხოლოდ ზეციური ცხოვრების მოწოდება აქვთ, რაც საბოლოო ბეჭედდასმას არ ნიშნავს. სწორედ ამიტომ სატანა იყენებს „ცრუწინასწარმეტყველებს . . . რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ“ (მათ. 24:24). დედამიწის ზურგზე არავის ხელეწიფება იმის წინასწარ განსაზღვრა, მიიღებს თუ არა ცხებული ქრისტიანი ზეციურ ჯილდოს, სანამ იეჰოვა არ მიაკუთვნებს მას ამ ჯილდოს.
-
-
„თქვენთან ერთად წამოვალთ“საგუშაგო კოშკი — 2016 | იანვარი
-
-
რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ცხებულებს საკუთარი მდგომარეობის მიმართ?
5. რა გაფრთხილებას უნდა ჩაუკვირდნენ ცხებულები და რატომ?
5 ის, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს, უნდა ჩაუკვირდეს გაფრთხილებას, რომელიც ჩაწერილია 1 კორინთელების 11:27—29-ში (წაიკითხეთ). რის თქმა სურდა ამ სიტყვებით პავლე მოციქულს? ამით მას იმის თქმა სურდა, რომ თუ ცხებულ ქრისტიანს გაუფუჭდებოდა იეჰოვასთან ურთიერთობა, მაგრამ კვლავ განაგრძობდა სიმბოლოების მიღებას, ეს უღირს საქციელში ჩაეთვლებოდა (ებრ. 6:4—6; 10:26—29). ეს გაფრთხილება ცხებულ ქრისტიანებს შეახსენებს იმ ფაქტს, რომ მათ ჯილდო ჯერ არ მიუღიათ. მათ კვლავაც უნდა ისწრაფონ „მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 3:13—16).
-