-
ასრულებთ ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
-
-
კიდევ გეტყვი, შვილო, ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს“ (ეკლესიასტე 12:11, 12).
-
-
ასრულებთ ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
-
-
14. ა) რომელ წიგნებზე ‘ზედმეტად ფიქრია’ უსარგებლო? ბ) რომელი ლიტერატურისკენ უნდა მივმართოთ ძირითადად ჩვენი ყურადღება და რატომ?
14 მაგრამ რატომ გამოთქვა სოლომონმა წიგნებთან დაკავშირებით ზემოთ მოყვანილი აზრი? იეჰოვას სიტყვასთან შედარებით ამ წუთისოფლის ურიცხვ ტომებში მხოლოდ ადამიანთა აზრებია გადმოცემული. მათი უმეტესობა სატანა ეშმაკის აზროვნებას ირეკლავს (2 კორინთელთა 4:4). ამიტომ ასეთ ლიტერატურაზე ‘ზედმეტად ფიქრი’ უსარგებლოა. ამან შეიძლება სულიერად დიდი ზიანიც კი მოგვაყენოს. სოლომონის მსგავსად, მოდი ვიფიქროთ იმაზე, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს რწმენას განგვიმტკიცებს და იეჰოვასთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. სხვა წიგნების ან რჩევების წყაროების მიმართ გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება გამოგვფიტოს. განსაკუთრებით სიფრთხილე საჭიროა მაშინ, როდესაც ასეთ ნაშრომებში წუთისოფლის ისეთი აზროვნებაა არეკლილი, რომელიც ღვთიური სიბრძნის საწინააღმდეგოა, ვინაიდან მათი კითხვა ღვთისა და მისი განზრახვებისადმი ჩვენს რწმენას ზიანს მიაყენებს და ძირს გამოუთხრის. ამიტომ, გვახსოვდეს, რომ ყველაზე სასარგებლო ნაწერები როგორც სოლომონის დროს, ისე ჩვენს დღეებში ისინია, რომლებიც ‘ერთი მწყემსის’, იეჰოვა ღმერთის, სიბრძნეს ირეკლავს. ღმერთმა ბიბლიის სახით 66 წიგნი მოგვცა. აი, რას უნდა მივაქციოთ უდიდესი ყურადღება. ბიბლია და „ერთგული მონის“ მიერ მოწოდებული სასარგებლო პუბლიკაციები „ღვთის შემეცნების“ მიღების საშუალებას გვაძლევს (იგავნი 2:1—6).
-