საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ასრულებთ ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
    • ღვთის წინაშე მთელი ჩვენი ვალდებულება

      15. ა) როგორ გადმოსცემდით სოლომონის სიტყვების არსს ‘კაცის მთელ ვალდებულებასთან’ დაკავშირებით? ბ) რას უნდა ვაკეთებდეთ ღვთის წინაშე ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად?

      15 მთელი თავისი დაკვირვება სოლომონმა შემდეგნაირად შეაჯამა: «მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი [„მთელი ვალდებულება“, აქ].

  • ასრულებთ ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
    • (ეკლესიასტე 12:13, 14). ჩვენი დიდებული შემოქმედისადმი მოკრძალებული შიში ჩვენ და, მოსალოდნელია ჩვენს ოჯახებსაც, დაუფიქრებლელი ცხოვრებისგან დაგვიცავს, ცხოვრებისგან, რომელმაც შეიძლება ენით აუწერელი უბედურება და მწუხარება მოგვაყენოს როგორც ჩვენ, ისე ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს. ღვთისადმი საღი შიში წმინდაა; ის სიბრძნისა და ცოდნის სათავეა (ფსალმუნი 18:10; იგავნი 1:7). თუ ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვით განვისწავლებით და ყველაფერში მის რჩევას მივყვებით, ღვთის წინაშე „მთელ ვალდებულებას“ შევასრულებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოვწეროთ ვალდებულებების გრძელი სია. უფრო სწორად, საჭიროა ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას ყოველთვის ბიბლიაში ჩავიხედოთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ღმერთი გვიჩვენებს.

  • ასრულებთ ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
    • მაგრამ ამისკენ ყველაზე მეტად ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რადგან მოციქული იოანე წერს: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). ვინაიდან ღვთის მცნებები ჩვენივე ხანგრძლივ კეთილდღეობას ემსახურება, რა თქმა უნდა, არა მარტო მართებულია მათი დაცვა, არამედ ნამდვილად გონივრულია. ამის გაკეთება დიდებული შემოქმედის მოყვარულისთვის სამძიმო სულაც არ არის. ღვთის მოყვარულებს სურთ, შეასრულონ მის წინაშე თავიანთი ვალდებულება.

      შეასრულეთ თქვენი ყველა ვალდებულება

      17. რას გავაკეთებთ, თუ ნამდვილად გვსურს ღვთის წინაშე ჩვენი ყველა ვალდებულების შესრულება?

      17 თუ გონივრები ვართ და ნამდვილად გვსურს ღვთის წინაშე ყველა ჩვენი ვალდებულების შესრულება, ღვთის მიმართ მოკრძალება და იმის შიში გვექნება, რომ არ ვაწყენინოთ მას. მართლაც „სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა“ და მისი მცნებების დამცველი „აზრკეთილია“ (ფსალმუნი 110:10; იგავნი 1:7). ამიტომ ვიმოქმედოთ გონივრულად და ყველაფერში იეჰოვას დავემორჩილოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან მეფე იესო ქრისტეს თანდასწრება უკვე დაწყებულია და მისი, როგორც ღვთის მიერ დანიშნული მოსამართლის მიერ ამ წუთისოფლის განსჯის დღე მოახლოებულია (მათე 24:3; 25:31, 32).

      18. რა მოგველის, თუ ღვთის წინაშე ყველა ჩვენს ვალდებულებას შევასრულებთ?

      18 თითოეული ჩვენგანი ახლა ღვთის ყურადღებით შემსწავლელი თვალის კონტროლის ქვეშაა. გვიზიდავს ჩვენ სულიერება თუ წუთისოფელს საშუალებას ვაძლევთ, მოასუსტოს ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა? (1 კორინთელთა 2:10—16; 1 იოანე 2:15—17). ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს დიდებულ შემოქმედს. თუ იეჰოვას ვემორჩილებით და მის მცნებებს ვიცავთ, არ გამოვედევნებით ამ ძველი, წარმავალი წუთისოფლის ამაო საქმეებს. მაშინ ჩვენ შევძლებთ დავტკბეთ ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების იმედით (2 პეტრე 3:13). რა დიდებული მომავალი ელის ყველას, რომლებიც ღვთის წინაშე ყველა ვალდებულებას იცავენ!

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება