საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავება
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
    • ● ნაყომი მოთქვამდა: „მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა. სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა“ (რუთი 1:20, 21).

  • როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავება
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აპრილი
    • მეუღლისა და ორი ვაჟის სიკვდილის შემდეგ ქვრივი ნაყომი, მწუხარების მიუხედავად, მოაბის საზოგადოებისგან არ გარიყულა. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გამოვლინდა, რომ სულგამწარებული იყო და ძალიან ებრალებოდა თავისი ორი რძალი. როდესაც ნაყომი მათ თავიანთ სამშობლოში აგზავნიდა, უთხრა: „ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი“. როდესაც ბეთლემს მიაღწია, კვლავ დაჟინებით მოითხოვა: „ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა“ (რუთი 1:13, 20).

      მიუხედავად ამისა, ნაყომი არ დაშორებია იეჰოვასა და მის ხალხს და არ დარჩენილა მგლოვიარე. მოაბში მან შეიტყო, რომ „მოხედა უფალმა თავის ერს და მისცა პური“ (რუთი 1:6). ის მიხვდა, რომ მისთვის საუკეთესო ადგილი იეჰოვას ხალხს შორის იყო. ამის შემდეგ ნაყომი თავის რძალთან, რუთთან, ერთად იუდაში დაბრუნდა და გონივრულად დაარიგა ის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო თავის გამომსყიდველ ბოყაზთან, რომელიც მათი ნათესავი იყო.

      დღესაც, დაქვრივებული ერთგული ადამიანები წარმატებით უმკლავდებიან ემოციურ სტრესს ქრისტიანულ კრებაში მოღვაწეობის გაგრძელებით. ნაყომის მსგავსად, ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ სულიერ საკითხებს ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება