საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
    • ლეონარდო, რომელსაც მამა დაეღუპა, იხსენებს შემთხვევას, რამაც ძალები შეჰმატა და ანუგეშა. ერთხელ, როცა ის შინ დაბრუნდა და სახლში არავინ დახვდა, მწარედ აქვითინდა. იქვე ახლოს პარკში გავიდა და სკამზე ჩამოჯდა; ცრემლები ისევ ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, თან ლოცულობდა და ღმერთს შემწეობას სთხოვდა. უცებ იქვე ავტომანქანა გაჩერდა; ლეონარდომ დაინახა, რომ საჭესთან მისი თანამორწმუნე იჯდა. ის სამსახურიდან ბრუნდებოდა და აქეთ სრულიად შემთხვევით შემოუხვია. ლეონარდოსთვის ძმის გვერდით ყოფნაც საკმარისი აღმოჩნდა დასამშვიდებლად.

  • როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
    • მამის სიკვდილის შემდეგ ლეონარდომ ჟესტების ენის შესწავლა დაიწყო, რათა ბიბლიური ცნობით ყრუ-მუნჯები ენუგეშებინა. მისი ძალისხმევა კურთხევის გარეშე არ დარჩენილა. ის ამბობს: „ყრუ-მუნჯებთან ქადაგება მწუხარებასთან გამკლავებაში მეხმარება. დროსა და ენერგიას არ ვიშურებ მათთვის. როცა პირველი შემსწავლელი მოინათლა, მწუხარება სიხარულად მექცა! სიმართლე რომ გითხრათ, მამის სიკვდილის შემდეგ პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი“ (საქმეები 20:35).

  • როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს?
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
    • ლეონარდო ხშირად წარმოიდგენს, როგორ აღდგება მკვდრეთით მამამისი ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება