საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როდესაც მოლოდინი არ მართლდება
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
    • გულახდილად ისაუბრე

      მოლოდინმა, რომელიც არ მართლდება, შეიძლება დიდი გულისტკივილი გამოიწვიოს (იგავები 13:12). მაგრამ იმედს ნუ დაკარგავ! ბიბლიური იგავი ამბობს: „ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს, მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს“ (იგავები 16:23). ამიტომ ესაუბრე შენს მეუღლეს, თუ ფიქრობ, რომ შენი გონივრული მოლოდინი არ გამართლდა.

      შეეცადე სასაუბროდ შეარჩიო სათანადო დრო, სიტუაცია და შესაფერისი სიტყვები (იგავები 25:11). ესაუბრე მეუღლეს მშვიდად და პატივისცემით. გახსოვდეს, რომ შენი მიზანი მისი დადანაშაულება კი არა, შენი მოლოდინისა და გრძნობების გაზიარებაა (იგავები 15:1).

      რატომ უნდა გააკეთო ეს? განა ყურადღებიანი მეუღლე ისედაც ვერ უნდა მიხვდეს, რა გჭირდება? ალბათ, ის საკითხებს სხვაგვარად უყურებს, მაგრამ, თუ შენს თვალსაზრისს აუხსნი, შეიძლება დიდი სიამოვნებით გაითვალისწინოს. შენს სურვილებსა და საჭიროებებზე საუბარი არც ქორწინების წარუმატებლობის ნიშანია და არც მეუღლის უყურადღებობის.

      ნუ დააყოვნებ მეუღლესთან საუბარს. ზემოხსენებულ მაგალითში მარის შეეძლო გიორგისთვის ეთქვა: „სიმართლე გითხრა, ძალიან მიჭირს ამდენი ადამიანის გაცნობა. სანამ ახალ გარემოს შევეჩვევი, ხომ არ დამეხმარებოდი ხალხის გაცნობაში?“

      ‘სწრაფი იყავი მოსმენაში’

      ახლა სხვა კუთხით განვიხილოთ ეს საკითხი. დავუშვათ, შეწუხებული მეუღლე მოდის შენთან და გეუბნება, რომ შენ მის გონივრულ მოლოდინს არ ამართლებ. ასეთ შემთხვევაში, მოუსმინე შენს მეუღლეს! მოსმენის დროს ნუ იფიქრებ, როგორ იმართლო თავი. ნაცვლად ამისა, ‘სწრაფი იყავი მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში’ (იაკობი 1:19; იგავები 18:13). პავლე მოციქული მოუწოდებდა ქრისტიანებს: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

      ამის გაკეთებას შეძლებ, თუ საკუთარ თავს მეუღლის ადგილას დააყენებ. ბიბლიაში ნათქვამია: „ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ.“ „ფილიპსის“ თარგმანი ამას ასე გადმოსცემს: „ქმრებო, ეცადეთ გაუგოთ ცოლებს, რომლებთანაც ცხოვრობთ“ (1 პეტრე 3:7). რა თქმა უნდა, იმავეს თქმა შეიძლება ცოლებზეც.

      გახსოვდეს, რა კარგადაც უნდა ეწყობოდე მეუღლეს, ყველაფერზე ერთნაირი თვალსაზრისი ვერ გექნებათ, და ამაში ცუდი არაფერია (იხილეთ ჩარჩო „ერთი ხედი, სხვადასხვა ხედვა“). მაგრამ, კარგი იქნება, თუ სხვისი გადასახედიდანაც განიხილავ საკითხებს. შენ და შენი მეუღლე შეიძლება სხვადასხვა რამეს ელით ქორწინებისგან, რასაც ხშირად განაპირობებს ის, თუ როგორ ოჯახსა და კულტურაში აღიზარდეთ. თუმცა ძალიან გიყვართ ერთმანეთი, თქვენი მოლოდინი მაინც განსხვავებულია.

      ქრისტიანმა მეუღლეებმა შეიძლება ბიბლიაში მოცემული მეთაურობის პრინციპი კარგად იციან (ეფესოელები 5:22, 23). მაგრამ როგორ უწევს მამაკაცი ოჯახს მეთაურობას და როგორ ვლინდება ცოლის მორჩილება? ორივე იყენებთ ამ ბიბლიურ პრინციპს და მთელი გულით ცდილობთ მის დაცვას?

      შეიძლება ცხოვრებისეულ საკითხებზე განსხვავებული აზრი გქონდეთ. მაგალითად, ვინ რა საქმეს შეასრულებს ოჯახში; როდის მოინახულებთ ნათესავებს და რამდენ დროს დაუთმობთ მათ; რით უნდა ცხადყოთ, რომ ცხოვრებაში სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ? (მათე 6:33). ოჯახის ბიუჯეტს რაც შეეხება, ვალებში ჩავარდნა ადვილია. ამიტომ კარგია, თუ ადამიანი მომჭირნედ ცხოვრობს. მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს მომჭირნედ ცხოვრება? კარგი იქნება, თუ ამ საკითხებზე გულახდილად და პატივისცემით ისაუბრებთ.

      ასეთი საუბრებით ოჯახში მშვიდობას შეუწყობთ ხელს მაშინაც კი, თუ ზოგი მოლოდინი ჯერ არ გამართლებულა. ამ დროს უკეთ გამოიყენებთ პავლე მოციქულის რჩევას: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

  • როდესაც მოლოდინი არ მართლდება
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
    • [ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]

      ერთი ხედი, სხვადასხვა ხედვა

      „წარმოიდგინეთ, რომ ტურისტების ჯგუფი თვალწარმტაც ხედს უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჯგუფის წინაშე ერთი და იგივე ხედი იშლება, ყველა განსხვავებულად აღიქვამს მას. რატომ? მიზეზი ისაა, რომ ყველა სხვადასხვა ადგილას დგას. გარდა ამისა, ყველა ერთ წერტილს არ მისჩერებია. თითოეული მათგანი პეიზაჟის გარკვეული ხედით არის მოხიბლული. ქორწინებაშიც მსგავსად ხდება. მეუღლეები შეიძლება კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეუძლებელია მათ ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ . . . განსხვავებული აზრის მიუხედავად, მეუღლეები უნდა ცდილობდნენ, რომ ერთსულოვნებას მიაღწიონ. ამისთვის მათ დრო უნდა გამოყონ სასაუბროდ“ (1993 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 4 [რუს.]).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება