-
ხანდაზმულებზე ზრუნვა ქრისტიანთა მოვალეობაასაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მაისი
-
-
შვილების ვალდებულება
4. რა ვალდებულება აკისრიათ ქრისტიან შვილებს მშობლების წინაშე?
4 „პატივი ეცი შენს მამას და დედას“ (ეფესელთა 6:2; გამოსვლა 20:12). პავლე მოციქულმა ებრაული წერილებიდან ამ უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვების მოყვანით შვილებს შეახსენა, რა ვალდებულება აკისრიათ მშობლების წინაშე. როგორ უკავშირდება ეს სიტყვები ხანდაზმულებზე ზრუნვას? ქრისტიანობამდელ დროში მომხდარი გულში ჩამწვდომი ერთი შემთხვევა პასუხს გაგვცემს ამ კითხვაზე.
5. ა) რა ცხადყოფს, რომ იოსებმა არ დაივიწყა მამის წინაშე პირადი ვალდებულება? ბ) რას ნიშნავს მშობლების პატივისცემა და რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ამ მხრივ იოსებმა?
5 იოსებს 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა თავის ხანდაზმულ მამასთან, პატრიარქ იაკობთან. მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ იოსებს არ ჰქონდა დაკარგული მამისადმი სიყვარული. როდესაც მან საკუთარი ვინაობა გაუმხილა თავის ძმებს, ჰკითხა: „კიდევ ცოცხალია მამაჩემი?“ (დაბადება 43:7, 27; 45:3). იმ პერიოდში ქანაანში შიმშილობა იყო, ამიტომ იოსებმა მამამისს შეუთვალა: „ჩამოდი ჩემთან, ნუ დააყოვნებ! და იცხოვრებ გოშენის ქვეყანაში, და იქნები ჩემს მახლობლად . . . და მე გარჩენ შენ“ (დაბადება 45:9—11; 47:12). დიახ, ხანში შესული მშობლების პატივისცემა ნიშნავს მათთვის მფარველობის გაწევას და მატერიალურ მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა (1 მეფეთა 22:1—4; იოანე 19:25—27). იოსებმა სიხარულით აიღო საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა.
6. როგორ გამოავლინა იოსებმა მამისადმი ნამდვილი სიყვარული და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
6 იეჰოვამ აკურთხა იოსები და ის ეგვიპტეში ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა (დაბადება 41:40). მაგრამ იოსები არ მიიჩნევდა საკუთარ თავს იმდენად მნიშვნელოვან პიროვნებად ან იმდენად დაკავებულად, რომ თავისი 130 წლის მოხუცებული მამა არაფრად ჩაეგდო და მისთვის პატივი არ მიეგო. როდესაც შეიტყო, რომ იაკობი (ანუ ისრაელი) უახლოვდებოდა, „შეკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან, შესახვედრად. და როცა იხილა იგი, ყელზე მოეხვია, და დიდხანს ტიროდა მის ყელზე“ (დაბადება 46:28, 29). ეს არ იყო უბრალოდ ფორმალური პატივისცემა. იოსებს უსაზღვროდ უყვარდა მოხუცი მამა და არ რცხვენოდა მისდამი სიყვარულის სახალხოდ გამოვლენა. გამოვხატავთ ჩვენც მსგავსად თბილ გრძნობებსა და სიყვარულს ხანდაზმული მშობლებისადმი?
7. რატომ მოისურვა იაკობმა, რომ ქანაანში დამარხულიყო?
7 იეჰოვასადმი ერთგულება იაკობს სიცოცხლის ბოლომდე არ შერყევია (ებრაელთა 11:21). ღვთის აღთქმებისადმი რწმენის გამო იაკობმა იოსებს სთხოვა, ქანაანში დაემარხათ. იოსებმა პატივი სცა მამის სიტყვას და, საკმაოდ დიდი ხარჯისა და ძალისხმევის მიუხედავად, შეასრულა მისი თხოვნა (დაბადება 47:29—31; 50:7—14).
8. ა) უმთავრესად რა აღგვძრავს, რომ ხანდაზმულ მშობლებზე ვიზრუნოთ? ბ) რა გააკეთა ერთმა სრული დროით მსახურმა იმისათვის, რომ ხანდაზმულ მშობლებზე ეზრუნა? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 17).
8 რამ აღძრა იოსები, რომ ეზრუნა მამაზე? რა თქმა უნდა, სიყვარული და ვალდებულების გრძნობა მის წინაშე, ვინც სიცოცხლე უბოძა და აღზარდა, მნიშვნელოვანი აღმძვრელი ფაქტორები იყო; მაგრამ, იოსებს, უეჭველია, ძლიერი სურვილი ჰქონდა, რომ იეჰოვას ნებისამებრ მოქცეულიყო. ჩვენც მსგავსი სურვილი უნდა გვქონდეს. პავლემ დაწერა: „თუ ქვრივს ჰყავს შვილები ან შვილიშვილები, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისათვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის“ (1 ტიმოთე 5:4). მართლაც, იეჰოვასადმი სიყვარული და მისდამი მოკრძალებული შიში აღგვძრავს, ვიზრუნოთ ხანდაზმულ მშობლებზე, რა სირთულეებთანაც უნდა იყოს ეს დაკავშირებულიa.
-
-
ხანდაზმულებზე ზრუნვა ქრისტიანთა მოვალეობაასაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მაისი
-
-
[ჩარჩო 17 გვერდზე]
როდესაც მშობლებს დახმარება დასჭირდათ
ფილიპი 1999 წელს მოხალისედ მსახურობდა მშენებლობაზე ლიბერიაში. მას შეატყობინეს, რომ მამამისს სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა. მან იცოდა, რომ დედა მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ამ მდგომარეობას. ამიტომ გადაწყვიტა, სახლში დაბრუნებულიყო და ეზრუნა მამის მკურნალობაზე.
„ადვილი არ იყო უკან დაბრუნება, — იხსენებს ფილიპი, — მაგრამ მესმოდა, რომ პირველ რიგში მშობლების წინაშე მეკისრა ვალდებულება“. სამი წლის შემდეგ მან მშობლები შესაფერის სახლში გადაიყვანა და ადგილობრივი თანაქრისტიანების დახმარებით ისე გადააკეთა ის, რომ მამის მოვლა უფრო ადვილი ყოფილიყო.
ამჟამად ფილიპის დედა გაცილებით ადვილად ართმევს თავს სერიოზული ავადმყოფობით დაავადებულ მეუღლეზე ზრუნვას. ამას წინათ კი ფილიპი მოხალისედ მიიწვიეს მაკედონიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის მშენებლობაზე და მან შეძლო იქ გამგზავრება.
-