-
ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 აპრილი
-
-
წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა ასეთ რთულ პერიოდში ოჯახზე ზრუნვა, მაგრამ ნოე წარმატებით ართმევდა თავს ამ დავალებას. მას ჰყავდა კარგი მეუღლე. ნოე უკვე 500 წელს იყო გადაცილებული, როცა ცოლმა 3 ვაჟი გაუჩინა — სემი, ქამი და იაფეთი.a მათ შვილები უნდა დაეცვათ იმ გამხრწნელი გავლენისგან, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში იყო გავრცელებული. როგორც წესი, ადრეულ ასაკში ბიჭებს მოსწონთ ისინი, ვინც „ძლიერები და სახელგანთქმულები“ არიან — და სწორედ ასეთები იყვნენ ნეფილიმები. უდავოა, რომ ნოე და მისი ცოლი ყოველთვის ვერ დაიცავდნენ შვილებს ირგვლივ მყოფთა ზეგავლენისგან, მაგრამ რაც შეეძლოთ, იმას ნამდვილად აკეთებდნენ; ისინი შვილებს ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ და იმას, რომ მას სძულდა ყველანაირი ბოროტება. ისინი ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს იმის დანახვაში, რომ იეჰოვას გულს სტკენდა დედამიწაზე არსებული ძალადობა და აგრესია (დაბადება 6:6).
დღეს მშობლებისთვის ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სიტუაციაში უწევდათ ცხოვრება ნოეს და მის მეუღლეს. დედამიწა დღესაც სავსეა ძალადობით. ბავშვებისთვის განკუთვნილი გართობის სახეობებიც კი ამ თემაზეა აგებული. გონიერი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან შვილები ასეთი გავლენისგან; ისინი ასწავლიან მათ მშვიდობის ღმერთის, იეჰოვას, შესახებ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ძალადობას (ფსალმუნი 11:5; 37:10, 11). ნოემ და მისმა მეუღლემ წარმატებით ჩააბარეს ეს გამოცდა. დარწმუნებული იყავით, თქვენც შეძლებთ წარმატების მიღწევას! მათ თავიანთი შვილები კარგ ადამიანებად აღზარდეს. დროთა განმავლობაში მათ ცოლები შეირთეს, რომლებიც ასევე მზად იყვნენ, იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინათ.
-
-
ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 აპრილი
-
-
კიდობნის შენებაში წლები გადიოდა. ნოეს, ალბათ, ძალიან უხაროდა, რომ ოჯახის წევრები გვერდში ედგნენ. მაგრამ იყო სხვა რამ, რაც გაცილებით რთული იყო, ვიდრე კიდობნის შენება. ბიბლიაში ნოე „სიმართლის მქადაგებლად“ არის მოხსენიებული (2 პეტრე 2:5). ის უღვთო ხალხს გაბედულად აფრთხილებდა მოსალოდნელი განადგურების შესახებ. გამოეხმაურა ხალხი მის გაფრთხილებას? საუკუნეების შემდეგ იესომ ნოეს დრო გაიხსენა და იმ დროინდელ ხალხზე თქვა, რომ მათ არაფერი ანაღვლებდათ. მან აღნიშნა, რომ ისინი იმდენად იყვნენ გართული ყოფითი საქმეებით — ჭამა-სმითა და ოჯახის შექმნით — რომ აინუნშიც არ აგდებდნენ ნოეს გაფრთხილებას (მათე 24:37—39). ბევრი ალბათ დასცინოდა ნოეს და მის ოჯახს, ზოგი შეიძლება ემუქრებოდა მათ და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა.
ხალხი ხედავდა, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა ნოეს, მაგრამ ისინი დასცინოდნენ მას და არაფრად აგდებდნენ მის გაფრთხილებას
წინააღმდეგობის მიუხედავად, ნოეს და მის ოჯახს არ შეუწყვეტიათ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება. ისინი ცხოვრობდნენ ისეთ ქვეყნიერებაში, სადაც ხალხის მთავარი მიზანი ცხოვრებით ტკბობა იყო და მათ კიდობნის მშენებლობა დიდ უაზრობად და სისულელედ მიაჩნდათ. ქრისტიან ოჯახებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ნოესა და მისი ოჯახისგან. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ბიბლია ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). იესომ თქვა, რომ ამ პერიოდში ჩვენი ცხოვრება ნოეს ცხოვრების მსგავსი იქნებოდა. თუ დღეს ქვეყნიერება გულგრილია სასიხარულო ცნობისადმი, დაგვცინიან ან გვდევნიან, კარგი იქნება, ნოეს მაგალითი გავიხსენოთ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ასეთ სირთულეებს ხვდება.
-