-
ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
7. რა სირთულეებს ხვდებოდნენ ნოე და მისი ცოლი, და რატომ არ იქნებოდა ადვილი ნოესა და მისი ცოლისთვის თავიანთი ვაჟების დაცვა ქვეყნიერების გამხრწნელი გავლენისგან?
7 წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა ასეთ რთულ პერიოდში ოჯახზე ზრუნვა, მაგრამ ნოე კარგად ართმევდა თავს ამ დავალებას, რადგან მეუღლეც მხარში ედგა. ნოე უკვე 500 წელს იყო გადაცილებული, როცა ცოლმა 3 ვაჟი გაუჩინა — სემი, ქამი და იაფეთი.a მათ შვილები უნდა დაეცვათ იმ გამხრწნელი გავლენისგან, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში იყო გავრცელებული. როგორც წესი, პატარა ბიჭებს მოსწონთ ისინი, ვინც „ძლიერები და სახელგანთქმულები“ არიან — და სწორედ ასეთები იყვნენ ნეფილიმები. უდავოა, რომ ნოე და მისი ცოლი ყოველთვის ვერ დაიცავდნენ შვილებს ირგვლივ მყოფთა ზეგავლენისგან, მაგრამ რაც შეეძლოთ, იმას ნამდვილად აკეთებდნენ; ისინი შვილებს ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ და უხსნიდნენ, რომ მას სძულდა ყველანაირი ბოროტება. ისინი ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს იმის დანახვაში, რომ იეჰოვას გულს სტკენდა დედამიწაზე არსებული ძალადობა და ურჩობა (დაბ. 6:6).
ნოესა და მის ცოლს გამხრწნელი გავლენისგან უნდა დაეცვათ შვილები
8. როგორ ჰბაძავენ გონიერი მშობლები დღეს ნოესა და მის მეუღლეს?
8 დღეს მშობლებისთვის ადვილი წარმოსადგენია, რა სიტუაციაში უწევდათ ცხოვრება ნოესა და მის მეუღლეს. დედამიწა დღესაც სავსეა ძალადობით. საბავშვო გადაცემები და თამაშებიც კი ძალადობითაა გაჟღენთილი. გონიერი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან შვილები ასეთი გავლენისგან; ისინი ესაუბრებიან მათ მშვიდობისმყოფელი ღვთის, იეჰოვას, შესახებ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ძალადობას (ფსალ. 11:5; 37:10, 11). ნოემ და მისმა მეუღლემ წარმატებით ჩააბარეს ეს გამოცდა. დარწმუნებული იყავით, თქვენც შეძლებთ წარმატების მიღწევას! მათ თავიანთი შვილები კარგ ადამიანებად აღზარდეს. დროთა განმავლობაში მათ ცოლები შეირთეს, რომლებიც ასევე მზად იყვნენ, იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინათ.
-
-
ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
13. რა იყო ნოესთვის კიდობნის აშენებაზე გაცილებით რთული და როგორ ეხმაურებოდა ხალხი მის ცნობას?
13 კიდობნის შენებაში წლები გადიოდა. ნოეს, ალბათ, ძალიან უხაროდა, რომ ოჯახის წევრები გვერდით ედგნენ. მაგრამ იყო სხვა რამ, რაც გაცილებით რთული იყო, ვიდრე კიდობნის შენება. ბიბლიაში ნოე „სიმართლის მქადაგებლად“ არის მოხსენიებული (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:5 ). ის უღვთო ხალხს გაბედულად აფრთხილებდა მოსალოდნელი განადგურების შესახებ. ყურად იღო ხალხმა ეს გაფრთხილება? საუკუნეების შემდეგ იესომ ნოეს დრო გაიხსენა და იმდროინდელ ხალხზე თქვა, რომ მათ არაფერი ანაღვლებდათ. მან აღნიშნა, რომ ისინი გართული იყვნენ ყოფითი საქმეებით, ჭამდნენ, სვამდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ და აინუნშიც არ აგდებდნენ ნოეს გაფრთხილებას (მათ. 24:37—39). ბევრი, ალბათ, დასცინოდა ნოესა და მის ოჯახს, ზოგი შეიძლება ემუქრებოდა მათ და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა.
ხალხი ხედავდა, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა ნოეს, მაგრამ დასცინოდნენ მას და არაფრად აგდებდნენ მის სიტყვებს
14. რის სწავლა შეუძლიათ დღეს ქრისტიან ოჯახებს ნოესა და მისი ოჯახის მაგალითიდან?
14 წინააღმდეგობის მიუხედავად, ნოესა და მის ოჯახს არ შეუწყვეტიათ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება. ისინი ცხოვრობდნენ ისეთ ქვეყნიერებაში, სადაც ხალხის მთავარი მიზანი ცხოვრებით ტკბობა იყო და მათ კიდობნის მშენებლობა დიდ უაზრობად და სისულელედ მიაჩნდათ. ქრისტიან ოჯახებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ნოესა და მისი ოჯახისგან. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ბიბლია ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმ. 3:1). იესომ თქვა, რომ „ბოლო დღეები“, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნოეს დღეების მსგავსი იქნებოდა. თუ დღეს ქვეყნიერება გულგრილია სასიხარულო ცნობისადმი, დაგვცინიან ან გვდევნიან, კარგი იქნება, ნოეს მაგალითი გავიხსენოთ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ასეთ სირთულეებს ხვდება.
-