საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
    • ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამის ცოდვის გამო არც ერთი არ ვეკუთვნით ღვთის ოჯახს (რომ. 3:23; 5:12). თუ გვინდა, რომ ღვთის დიდი ოჯახის წევრები ვიყოთ, მიძღვნა აუცილებელი პირობაა.

      11 არც ერთ ხორციელ მამას არ შეუძლია ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მოცემა (1 ტიმ. 6:19). ჩვენ ღვთის შვილებად არ ვიბადებით, რადგან მას შემდეგ, რაც პირველმა წყვილმა შესცოდა, ადამიანები მოსიყვარულე მამას, შემოქმედს ჩამოშორდნენ (შეადარეთ კანონის 32:5). მას მერე კაცობრიობა იეჰოვას დიდი ოჯახისგან მოწყვეტილი და ღვთისგან გაუცხოებულია.

      12. ა) როგორ შეუძლიათ არასრულყოფილ ადამიანებს, გახდნენ ღვთის ოჯახის წევრები? ბ) რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნათლობამდე?

      12 ყველაფრის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ვთხოვოთ ღმერთს, თავისი ოჯახის ღირსეულ წევრებად მიგვიღოს.a არის კი ეს შესაძლებელი ჩვენნაირი ცოდვილებისთვის? პავლე მოციქულმა დაწერა: „ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით“ (რომ. 5:10). ნათლობისას ღმერთს სუფთა სინდისს ვთხოვთ, რათა მისთვის მოსაწონები ვიყოთ (1 პეტ. 3:21). მონათვლამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ: უნდა გავიცნოთ ღმერთი, ვისწავლოთ მასზე მინდობა, მოვინანიოთ და შევიცვალოთ ცხოვრების წესი (იოან. 17:3; საქ. 3:19; ებრ. 11:6). მაგრამ სანამ ღმერთი თავის ოჯახში მიგვიღებს, კიდევ ერთი რამ მოგვეთხოვება.

      13. რატომ არის მართებული ღვთის წინაშე აღთქმის დადება, თუ გვინდა, რომ ღმერთმა თავის ოჯახში ღირსეულ თაყვანისმცემლებად მიგვიღოს?

      13 სანამ ღვთისგან გაუცხოებული ადამიანი იეჰოვას მსახურებისგან შემდგარი ოჯახის წევრი გახდება, პირველ რიგში იეჰოვას წინაშე სერიოზული აღთქმა უნდა დადოს. იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ამის გაკეთება მნიშვნელოვანი, მოვიყვანოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ ღირსეული კაცი, რომელიც ობოლი ბავშვის მიმართ ყურადღებას იჩენს და მისი შვილება სურს. ამ კაცს ყველა კარგად ახასიათებს. სანამ ეს მამაკაცი ბავშვს თავის შვილად აღიარებს, სურს, ბავშვს პირობა დაადებინოს. ის ეუბნება: „სანამ ჩემი შვილი გახდები, მინდა ვიცოდე, რომ გეყვარები და პატივს მცემ, როგორც მამას“. კაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ბავშვს თავის ოჯახში, თუ ბავშვი მას სერიოზულ პირობას მისცემს. განა გონივრული არ არის ასეთი მიდგომა? იეჰოვაც თავის ოჯახში მხოლოდ მათ მიიღებს, ვინც აღთქმას დადებს, რომ თავს მიუძღვნის. ბიბლიაში წერია: „ცოცხალ, წმიდა, კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეულნი ღმერთს“ (რომ. 12:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

  • რატომ უნდა მიუძღვნა თავი იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 იანვარი
    • a იესოს „სხვა ცხვრები“ ვერ გახდებიან ღვთის ძეები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება. მაგრამ როგორც ღვთისადმი მიძღვნილებს, მათ შეუძლიათ ღმერთს მამა უწოდონ და თაყვანისმცემლებისგან შემდგარი იეჰოვას ოჯახის წევრებად ჩაითვალონ (იოან. 10:16; ეს. 64:8; მათ. 6:9; გამოცხ. 20:5).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება