-
სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
რა პრობლემებს ხვდებიან ისინი?
განვითარებულ ქვეყნებში ბევრი ფერმერი კონკურენციას ვერ უწევს დიდ ფერმერებს, რის გამოც ისინი მიწების გარეშე რჩებიან. ზოგ ფერმერს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ შემოსავლის მიზნით ტურისტებს ოთახები მიაქირავოს ან თავის ტერიტორიაზე კარვები გააშლევინოს, გოლფის მოედნები გააკეთოს და ეროვნული სუვენირების სახელოსნოები გახსნას. სხვები კი განსაკუთრებულ პროდუქტებს აწარმოებენ, მაგალითად ნატურალურ საკვებს, მოჰყავთ ყვავილები და აშენებენ სირაქლემებსა და ალპაკებს.
ღარიბ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი მიწის დამუშავებით ირჩენს თავს, მრავალი მიწათმოქმედის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა. უცხოურმა კომპანიებმა მათ ქვეყნებში საუკეთესო მიწები შეიძინეს, რომ მოსავალი საერთაშორისო ბაზარზე გაეტანათ. ამიტომ ადგილობრივ მიწათმოქმედებს ოჯახის სარჩენად უნაყოფო მიწების ან პატარა ნაკვეთების დამუშავება უწევთ, რისთვისაც ხშირად ტექნიკაც არა აქვთ.
-
-
სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2009 | სექტემბერი
-
-
მაგრამ იმდენად ვარ ტექნიკაზე დამოკიდებული, რომ ეს სტრესს მიქმნის. ზოგჯერ ახალი ტრაქტორის გამოტანა კრედიტით მიწევს. ხშირად ძნელია ვალის დაფარვა, რადგან დიდი წვიმებისა და ყინვების გამო ვერ ვმუშაობ ხოლმე ან ბაზარზე ფასები იწევს და ბანკი პროცენტებს ზრდის. ასეთი სტრესი ბევრ ფერმერს ოჯახში სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ზოგი თვითმკვლელობამდეც კი მიდის“.
-