საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეუძლიათ მამებს ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ ვაჟებთან?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
    • 1. დროის უკმარისობა. მრავალ ქვეყანაში, ძირითადად, მამების მოვალეობაა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა. ისინი ხშირად დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ. ზოგ ქვეყანაში მამები ძალიან მცირე დროს უთმობენ საკუთარ შვილებს. საფრანგეთში ახლახან ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მამები საშუალოდ 12 წუთზე ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან.

      დაფიქრდით: რამდენ დროს უთმობთ თქვენს ვაჟს? კარგი იქნება, თუ მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ჩამოწერთ, რამდენ დროს გაატარებთ შვილთან დღის განმავლობაში. შეიძლება გაოცებული დარჩეთ.

  • როგორ შეუძლიათ მამებს ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ ვაჟებთან?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
    • და როდის უნდა გამონახოთ დრო თქვენი ვაჟებისთვის?

      როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, თქვენი ვაჟი ყოველდღიურ საქმეებში დაიხმარეთ. მაგალითად, თუ საოჯახო საქმეებს აკეთებთ, სთხოვეთ მას, რომ დაგეხმაროთ. შეგიძლიათ თქვენს ბიჭს მისცეთ პატარ ცოცხი ან ნიჩაბი. თქვენს ვაჟს, უეჭველად, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მისთვის ყველაზე საამაყო და ძლიერი კაცის გვერდით მუშაობა. შეიძლება ცოტა დიდხანს მოუნდეთ ამა თუ იმ საქმის დამთავრებას, მაგრამ ეს თქვენსა და მას შორის ურთიერთობას განამტკიცებს და შრომასაც ასწავლით. ბიბლია ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე მოუწოდებდა მამებს, შვილებთან ერთად გაეკეთებინათ ყოველდღიური საქმეები, რაც საშუალებას მისცემდათ, ურთიერთობა ჰქონოდათ შვილებთან და ბევრი რამ ესწავლებინათ მათთვის (კანონი 6:6—9). ამ რჩევის გათვალისწინება დღესაც არ იქნება ურიგო.

      გარდა ამისა, შვილებთან ერთად ითამაშეთ. შვილთან თამაში გართობაზე გაცილებით მეტს აძლევს მამა-შვილს. გამოკითხვებიდან ჩანს, რომ როცა მამები თავის პატარებთან თამაშობენ, შვილები უფრო გაბედულები და საკუთარ თავში დარწმუნებული ხდებიან.

      მამასა და შვილს შორის ახლო ურთიერთობა რომ განვითარდეს, უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ ერთად ითამაშონ. „ყველაზე უკეთ ბიჭი მამასთან ურთიერთობას თამაშით სწავლობს“, — აღნიშნავს სოციოლოგი მიშელ ფიზე. თამაშის დროს მამამ თბილი გრძნობები უნდა გამოხატოს შვილის მიმართ როგორც სიტყვით, ისე ქცევით. ამგვარად იგი თავის ვაჟს სიყვარულის გამოხატვას ასწავლის. გერმანიაში მცხოვრები ერთი მამა ყვება: „როდესაც ჩემი ბიჭი პატარა იყო, ხშირად ვთამაშობდით ერთად. ის არაერთხელ ჩამიკრავს გულში, რისი წყალობითაც მანუელმა ისწავლა, იგივენაირად გამოევლინა ჩემ მიმართ სიყვარული“.

      მამაშვილურ ურთიერთობას კიდევ უფრო ამტკიცებს, როცა მამა ძილის წინ შვილთან საუბრობს. ხშირად წაუკითხეთ თქვენს ვაჟს მოთხრობები; მოუსმინეთ, როდესაც მოგიყვებათ განვლილი დღის სასიხარულო თუ არასასიამოვნო ამბებს. ამგვარად გაცილებით გაუადვილდება მას თქვენთან ურთიერთობა, როცა გაიზრდება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება