-
ღვთისადმი მსახურებაში გაერთიანებული დიდი ოჯახებისაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 თებერვალი
-
-
თუმცა უვადიგვუსა და მის ცოლს რვა შვილი ჰყავთ, ორივე პიონერად მსახურობს, ანუ სრული დროით მომსახურე იეჰოვას მოწმეები არიან. ის ამბობს: „ოც წელზე მეტია, რაც რეგულარულად ვატარებთ ბიბლიის ოჯახურ შესწავლას. ბავშვობიდანვე ვასწავლიდით შვილებს ღვთის სიტყვას არა მარტო ოჯახური შესწავლისას, არამედ მსახურებისასაც და სხვა დროსაც. ერთის გარდა, რომელიც ექვსი წლისაა, ყველა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მონათლული მაუწყებელია“.
-
-
ღვთისადმი მსახურებაში გაერთიანებული დიდი ოჯახებისაგუშაგო კოშკი — 1999 | 15 თებერვალი
-
-
თანამშრომლობა შეიცავს შვილებისთვის თეოკრატიული დავალებების მიცემას, როდესაც ამისთვის მზად არიან. ერთი უხუცესი მამა, რომელსაც 11 შვილი ჰყავს, დილით ადრე იღვიძებს და სახლიდან გასვლამდე რამდენიმეს შესწავლას უტარებს. უფროსი ბავშვები მონათვლის შემდეგ უმცროს და-ძმებს რიგრიგობით ასწავლიან ბიბლიას. მამა თვალყურს ადევნებს და აქებს მათს მცდელობას. ექვსი მონათლულია, სხვები კი ისწრაფიან ამ მიზნისკენ.
კარგი ურთიერთობა და საერთო მიზნები
გაერთიანებული ოჯახებისთვის დიდად მნიშვნელოვანია მოსიყვარულე ურთიერთობა და საერთო სულიერი მიზნები. ნიგერიაში მცხოვრებ ქრისტიან უხუცესს, გორდონს, შვიდი შვილი ჰყავს, რომელთაგანაც უფროსი 27 წლისაა, უმცროსი კი — თერთმეტის. ექვსი მათგანი, მშობლების მსგავსად, პიონერია, ყველაზე უმცროსი, რომელიც ახლახან მოინათლა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობს სამქადაგებლო საქმიანობაში, ორი უფროსი ვაჟი კი სამსახურებრივი თანაშემწეა კრებაში.
გორდონი თითოეულ ბავშვს თვითონ ასწავლიდა ბიბლიას. გარდა ამისა, ოჯახს აქვს ბიბლიის შესწავლის ყოველმხრივ ამომწურავი პროგრამა. დილაობით ისინი იკრიბებიან ბიბლიური მუხლის განსახილველად და შემდეგ ემზადებიან კრების შეხვედრებისთვის.
ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ამ ოჯახის წევრებს აქვთ დასახული, ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მოცემული ყველა სტატიის წაკითხვაა. ახლახან მათ თავიანთ დღის განრიგში ბიბლიის ყოველდღიურად კითხვაც ჩართეს. წაკითხულზე საუბრით ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალისებენ, რომ განაგრძონ ამის კეთება.
ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა ისე კარგად არის ორგანიზებული, რომ არავის უნდა შეხსენება — ყველა მოუთმენლად ელის მას. წლების მანძილზე ოჯახური შესწავლის მასალა, ჩატარების მეთოდი და ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია ბავშვების წლოვანებისა და საჭიროებების შესაბამისად. ეს ოჯახი დაუახლოვდა ღვთის სხვა ერთგულ მსახურებს და ამან სასარგებლო ზემოქმედება მოახდინა ბავშვებზე.
ამ ოჯახის წევრები საქმეებს ერთად აკეთებენ და დასვენებასაც უთმობენ დროს. კვირაში ერთხელ „ოჯახურ საღამოს“ ატარებენ: ვიქტორინებს მართავენ, ხუმრობენ, პიანინოზე უკრავენ, საინტერესო ამბებს ყვებიან და, საერთოდ, ისვენებენ. ხანდახან კი პლაჟზე მიდიან ან სხვა საინტერესო ადგილებს ინახულებენ.
იეჰოვაზე მინდობა
ყოველივე ზემოხსენებული დიდ ოჯახებთან დაკავშირებულ სიძნელეებს არ ამცირებს. «ძალიან ძნელია იყო კარგი მამა, როცა რვა შვილი გყავს, — თქვა ერთმა ქრისტიანმა. — მათი რჩენა მოითხოვს უხვ ფიზიკურ და სულიერ საზრდოს; ბევრი უნდა ვიმუშაო, საკმარისი ფული რომ ვიშოვო მათ უზრუნველსაყოფად. უფროსები უკვე დიდები არიან. რვანივე სკოლაში დადიან. თუმცა სულიერ აღზრდას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ზოგი ჯერაც ჯიუტობს და არ მისმენს. მამწუხრებენ, მაგრამ ვიცი, რომ ზოგჯერ მეც ვაკეთებ რაღაცა ისეთს, რაც იეჰოვას გულს ამწუხრებს, ის კი მპატიობს. ასე რომ, მოთმინებით უნდა განვაგრძო შვილების გამოსწორება, სანამ არ დაჭკვიანდებიან.
იეჰოვა მომთმენია ჩვენ მიმართ, რადგანაც სურს, რომ ყველამ მოინანიოს. მეც ვცდილობ მივბაძო მას ამაში. ოჯახში შესწავლას ვატარებ და ზოგმა ჩემმა შვილმა მიზნად დაისახა, მოინათლოს. მაგრამ ყოველივე ამას საკუთარი ძალით არ ვაკეთებ. ვცდილობ, ყოველთვის მივმართო იეჰოვას ლოცვით და გავიხსენო იგავი, რომელიც ამბობს: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. იეჰოვა დამეხმარება, რომ აღვზარდო შვილები» (იგავნი 3:5, 6).
არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი!
ზოგჯერ შვილების აღზრდა შეიძლება უნაყოფო ჩანდეს, მაგრამ არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი! თუ შვილები ახლა არ აფასებენ ან დადებითად არ ეხმაურებიან თქვენს მცდელობებს, შეიძლება მომავალში მოიქცნენ ასე. დრო სჭირდება ბავშვის ისეთ ქრისტიანად აღზრდას, რომელსაც სულის ნაყოფები ექნება (გალატელთა 5:22, 23).
კენიაში მცხოვრები მონიკა, რომელსაც ცხრა დედმამიშვილი ჰყავს, გვიყვება: „მშობლები ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მამა ყოველკვირა გვასწავლიდა ქრისტიანული პუბლიკაციებიდან. მისი სამუშაოს გამო შესწავლა ყოველთვის ერთ დღეს არ გვქონდა. ზოგჯერ, როცა სამუშაოდან მოდიოდა და ეზოში ვთამაშობდით, გვეუბნებოდა, რომ ხუთი წუთის შემდეგ ყველანი სახლში შევსულიყავით, რადგან ბიბლიის შესწავლა გვექნებოდა. შესწავლის შემდეგ გვეკითხებოდა, თუ გვქონდა შეკითხვები ან პრობლემები, რომ განგვეხილა.
მამა ცდილობდა, რომ ღვთისმოშიშ ბავშვებთან გვქონოდა ურთიერთობა. ის ყოველთვის მოდიოდა სკოლაში, რომ გაეგო მასწავლებლებისგან, როგორ ვიქცეოდით. ერთხელ სკოლაში მან შეიტყო, რომ ჩემმა სამმა უფროსმა ძმამ ბიჭებთან იჩხუბა და რომ ისინი ზოგჯერ უზრდელობდნენ. მამამ ცუდი საქციელისთვის დასაჯა ისინი, მაგრამ აგრეთვე გამონახა დრო, რომ დაენახვებინა მათთვის ბიბლიიდან, რატომ უნდა მოქცეულიყვნენ ღვთისმოსაწონად.
-