-
მივემართებით სინათლისკენსაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
აღთქმულ მიწასთან ახლოს
ისრაელები მოსეს წინამძღოლობით ეგვიპტიდან გამოვიდნენ. მალე ისინი აღთქმულ მიწას სამხრეთით მიუახლოვდნენ. მოსემ 12 კაცი გაგზავნა მიწის დასაზვერად. ათი მათგანი, რომლებსაც არასაკმარისი რწმენა ჰქონდათ, უარყოფითი განწყობით დაბრუნდა; მათ თქვეს, რომ ვერ დაამარცხებდნენ ქანაანელებს, რადგან ისინი ძლევამოსილი „ბუმბერაზები“ იყვნენ. როგორ გავლენას მოახდენდა ასეთი განწყობა ისრაელებზე? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მათ მოსესა და აარონის წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყეს: „რატომ მივყავართ იეჰოვას ამ მიწაზე, თუ მახვილით უნდა დავეცეთ? ჩვენი ცოლები და ბავშვები ნადავლად იქცევიან . . . ავირჩიოთ მეთაური და ეგვიპტეში დავბრუნდეთ!“ (რიცხვები 13:1, 2, 28—32; 14:1—4).
-
-
მივემართებით სინათლისკენსაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
იეჰოვას მსახურებზე კიდევ ერთხელ რომ გაილაშქროს, სატანას არ სჭირდება ახალი მეთოდები. ის მუქარის, დევნისა და დაცინვის საშუალებით ადამიანებში შიშსა და ეჭვს დღესაც ხშირად თესავს, როგორც მაშინ, როცა ისრაელები აღთქმულ მიწას პირველად მიუახლოვდნენ. დღესაც ბრკოლდება ზოგი ქრისტიანი დაშინების გამო (მათე 13:20, 21).
-