-
მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარულიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
8. როგორ ხარობს იესო იეჰოვას შიშით?
8 რა არის იეჰოვას შიში, რომელსაც მესია ამჟღავნებს? ცხადია, იესოს თავზარს არ სცემს იეჰოვა და ის არც მისი მსჯავრით არის შეძრწუნებული. მესიას მხოლოდ ღვთისადმი კრძალვა და მოწიწება აქვს. ღვთისმოშიში ადამიანი ცდილობს, იესოს მსგავსად მუდამ ის აკეთოს, „რაც მისთვის [ღვთისთვის] არის სათნო“ (იოანე 8:29). იესო როგორც სიტყვით, ისე საკუთარი მაგალითით გვასწავლის, რომ არაფერს მოაქვს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე იეჰოვასადმი ჯანსაღი შიშით ცხოვრებას.
-
-
მესიის მმართველობა — ხსნა და სიხარულიესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
6. როგორი მმართველი იქნება მესია წინასწარმეტყველების მიხედვით?
6 როგორი მმართველი იქნება მესია? ემსგავსება ის სასტიკ და თვითნება აშურელს, რომელიც ისრაელს, ათი ტომის ჩრდილოეთ სამეფოს, ანადგურებს? ცხადია, არა. მესიის შესახებ ესაია ამბობს: «დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს [„გაიხარებს“, აქ]» (ესაია 11:2, 3ა).
-