საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უფრთხილდით ეშმაკის მახეებს!
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 აგვისტო
    • 10. რატომ უარყო პეტრემ ქრისტე?

      10 მოციქულმა პეტრემ, იესოს ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა, ის საჯაროდ აღიარა მესიად (მათ. 16:16). პეტრე იესოს ერთგული დარჩა მაშინ, როცა სხვა მოწაფეებმა ვერ გაიგეს იესოს ნათქვამი და მიატოვეს ის (იოან. 6:66—69). როდესაც იესოს შესაპყრობად მოვიდნენ, პეტრემ თავისი უფლის დასაცავად მახვილი იშიშვლა (იოან. 18:10, 11). თუმცა მოგვიანებით ის შიშმა შეიპყრო და ისიც კი იუარა, რომ იცნობდა იესო ქრისტეს. მოციქული წუთიერად გაება კაცთმოშიშების მახეში და გამბედაობა დაკარგა (მათ. 26:74, 75).

  • უფრთხილდით ეშმაკის მახეებს!
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 აგვისტო
    • პეტრეს ზუსტი შემეცნებაც ჰქონდა და ღვთისადმი სიყვარულიც. მაგრამ დროდადრო ისიც ვერ ავლენდა თავმდაბლობას და შიშისა და სხვების ზეგავლენის ხაფანგში ექცეოდა. იესოს დაპატიმრებამდე პეტრემ დაიტრაბახა: „ყველა რომ დაბრკოლდეს, მე მაინც არ დავბრკოლდები“ (მარ. 14:29). მოციქული უკეთ იქნებოდა მომზადებული მომავალ განსაცდელებთან შესახვედრად, თუ ისევე იქნებოდა ღმერთზე მინდობილი, როგორც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმ. 118:6). თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ წაიყვანა პეტრე და სხვა ორი მოციქული გეთსემანეს ბაღში. მაგრამ სიფხიზლის შენარჩუნების ნაცვლად, პეტრესა და მის ორ მეგობარს ჩაეძინათ. იესომ გააღვიძა ისინი და უთხრა: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მარ. 14:38). მაგრამ პეტრეს კვლავ ჩაეძინა. მოგვიანებით კი შიშისა და ზეგავლენის მახეში გაება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება