-
გამოავლინეთ თანაგრძნობა მსახურებაშისაგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
-
-
1. რა მოგვწონს იესოს პიროვნებაში? ახსენით.
იესოს შეუძლია გაუგოს არასრულყოფილ ადამიანებს, რადგან კარგად ესმის, რა სირთულეებთან უწევთ ბრძოლა. ამის ცოდნა გულს გვითბობს და მისკენ გვიზიდავს. დედამიწაზე ყოფნის დროს ის მოხარულებთან ერთად ხარობდა, მოტირალებთან ერთად კი ტიროდა (რომ. 12:15). მაგალითად, როცა 70 მოწაფე მსახურებიდან გახარებული დაბრუნდა, იესომ „დიდად გაიხარა წმინდა სულით“ (ლუკ. 10:17—21). სხვა დროს კი, როცა დაინახა, რამხელა ტკივილი მიაყენა ლაზარეს სიკვდილმა მის ახლობლებს, იესომ „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“ (იოან. 11:33).
2. რა ეხმარებოდა იესოს, რომ თანამგრძნობი ყოფილიყო სხვების მიმართ?
2 რა ეხმარებოდა ამ სრულყოფილ მამაკაცს, რომ გულმოწყალე და თანამგრძნობი ყოფილიყო ცოდვილების მიმართ? უპირველესად ადამიანებისადმი სიყვარული! როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, მას განსაკუთრებით უყვარდა „ადამიანის მოდგმა“ (იგავ. 8:31). სწორედ სიყვარული აღძრავდა, რომ ჩასწვდომოდა არასრულყოფილი ადამიანების აზროვნებას. როგორც მოციქულმა იოანემ თქვა, იესომ „იცოდა ადამიანის ბუნება“ (იოან. 2:25). ის დიდად თანაუგრძნობდა სხვებს. ხალხი გრძნობდა მის სიყვარულს და დადებითად ეხმაურებოდა სამეფოს ცნობას. დიახ, რაც უფრო მეტად გამოვავლენთ მსახურებაში თანაგრძნობას, მით უკეთ შევძლებთ სამქადაგებლო საქმის შესრულებას (2 ტიმ. 4:5).
-
-
გამოავლინეთ თანაგრძნობა მსახურებაშისაგუშაგო კოშკი — 2019 | მარტი
-
-
იესო თანაგრძნობას ავლენდა მსახურების დროს
თანაგრძნობა აღძრავდა იესოს, რომ მანუგეშებელი ცნობა ექადაგა (იხილეთ აბზაცები 5, 6)
5, 6. ა) ვის მიმართ ავლენდა იესო თანაგრძნობას? ბ) ესაიას 61:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, რატომ ეწვოდა გული იესოს იმ ადამიანების დანახვაზე, ვისაც უქადაგებდა?
5 განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც იესომ თანაგრძნობა გამოავლინა. ერთხელ მან და მისმა მოწაფეებმა იმდენ ხანს იქადაგეს, რომ მთელი დღის განმავლობაში საჭმელადაც კი ვერ მოიცალეს. ამიტომ იესომ უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“. როცა ხალხმა დაინახა, რომ მიდიოდნენ, გაიქცნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ, სადაც იესო და მისი მოწაფეები აპირებდნენ განმარტოებას. რა რეაქცია ჰქონდა იესოს ამდენი ხალხის დანახვაზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული დაეწვაb მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:30—34).
6 რატომ ეწვოდა იესოს გული და რატომ თანაუგრძნობდა ხალხს? მან დაინახა, რომ ადამიანები „უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ“. შესაძლოა იესომ მათ შორის მძიმედ მშრომელნიც შენიშნა, რომლებიც ოჯახის სარჩენად დღე და ღამეს ასწორებდნენ. იქ შეკრებილთა შორის, ალბათ, მგლოვიარენიც იყვნენ, რომელთა სახეზეც იესომ ენით აუწერელი ტკივილი ამოიკითხა. როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, იესო კარგად გაუგებდა მათ, რადგან თავადაც ჰქონდა გამოცდილი მსგავსი პრობლემები. სიბრალულმა იესო აღძრა, რომ მანუგეშებელი ცნობა გადაეცა მათთვის (წაიკითხეთ ესაიას 61:1, 2).
7. როგორ ვბაძავთ იესოს?
7 რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან? დღეს ჩვენ გარშემოც არიან ადამიანები, რომლებიც უმწყემსო ცხვრებს ჰგვანან. მათ არაერთ პრობლემასთან უწევთ ჭიდილი. ჩვენ გვაქვს სამეფოს შესახებ ცნობა, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (გამოცხ. 14:6). ქრისტიანები ვბაძავთ იესოს და ვუქადაგებთ მათ, რადგან „საწყლებისა და ღარიბების“ მიმართ სიბრალულით ვართ განმსჭვალულები (ფსალმ. 72:13). ჩვენ თანავუგრძნობთ და დახმარების ხელს ვუწვდით მათ.
-