-
„იყიჟინეთ ერთად“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
11. რატომ არის დროული ძვ. წ. 537 წელს შეძახილი „გამეფდა შენი ღმერთი!“?
11 ახლა ყურადღება კვლავ გაუკაცრიელებულ სიონზეა გადატანილი. მას კეთილი ცნობის მაცნე უახლოვდება: „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!“ (ესაია 52:7).
-
-
„იყიჟინეთ ერთად“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
12. ვინ და როგორ იტვირთა „მახარობლის“ პასუხისმგებლობა?
12 ესაიას დღეებში არც ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ ყოფილა ამოცნობილი „მახარობლად“. დღეს კი კეთილი ცნობის მაუწყებლის ვინაობა ცნობილია. იესო ქრისტე იეჰოვას მშვიდობის უდიდესი მაცნეა. დედამიწაზე ყოფნის დროს ის ქადაგებდა კეთილ ცნობას იმის თაობაზე, რომ ადამიანები ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ყოველგვარი ცოდვის შედეგებისგან, მათ შორის ავადმყოფობისა და სიკვდილისგანაც, გათავისუფლდებოდნენ (მათე 9:35). იესომ უკეთესი მომავლის შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა; ის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა, რათა ხალხისთვის ღვთის სამეფოს შესახებ ესწავლებინა (მათე 5:1, 2; მარკოზი 6:34; ლუკა 19:1—10; იოანე 4:5—26). მისი მოწაფეები მის მსგავსად იქცეოდნენ.
13. ა) როგორ განავრცობს მოციქული პავლე სიტყვებს „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ მახარებელთა ფეხები „მშვენიერია“?
13 რომაელთათვის მიწერილ წერილში პავლე ესაიას 52:7-დან ციტირებს, რითაც კეთილი ცნობის ქადაგების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის რამდენიმე დამაფიქრებელ კითხვას სვამს, მათ შორის, თუ ‘როგორ მოისმენს ხალხი ცნობას მქადაგებლის გარეშე’. შემდეგ ის ამბობს: «როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» (რომაელთა 10:14, 15). პავლე განავრცობს ესაიას 52:7-ს; ის მრავლობითი რიცხვით, „მახარებელნით“, ცვლის მხოლობით რიცხვს, რომელიც ესაიას წიგნშია გამოყენებული. თითოეული ქრისტიანი ჰბაძავს იესო ქრისტეს და მშვიდობის კეთილი ცნობის მაცნეა. რა გაგებით არის „მშვენიერი“ მათი ფეხები? ესაიას სიტყვების თანახმად, მაცნე იერუსალიმის გარშემო მდებარე მთებიდან მოდის. შორიდან შეუძლებელია მაცნის ფეხების დანახვა. ამ სიტყვებით ყურადღება მაცნეზეა გამახვილებული; ფეხებით თავად მაცნეა წარმოდგენილი. როგორც პირველ საუკუნეში იესოსა და მისი მოწაფეების დანახვა იყო სასიამოვნო თვინიერთათვის, ისე თანამედროვე მოწმეების დანახვაა სასიამოვნო იმ თავმდაბალი ადამიანებისთვის, რომლებიც ეხმაურებიან სიცოცხლის მომტან კეთილ ცნობას.
-
-
„იყიჟინეთ ერთად“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
1919 წლიდან. ამ წელს კონგრესზე სიდარ-პოინტში (ოჰაიო) საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ჯ. რუტერფორდმა მოხსენებით „მიმართვა თანამშრომელთ“ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ესაიას 52:7-სა და გამოცხადების 15:2-ზე დაფუძნებულმა ამ მოხსენებამ ყველას სამქადაგებლო მსახურებისკენ მოუწოდა. ამგვარად, ‘მთებზე საამური ნაბიჯები’ გამოჩნდა. ჯერ ცხებულმა ქრისტიანებმა, ხოლო მოგვიანებით მათმა თანამშრომლებმა, „სხვა ცხვრებმა“, იეჰოვას გამეფების შესახებ გულმოდგინედ ქადაგება დაიწყეს (იოანე 10:16).
-