-
რას გვასწავლის ბუნება?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
გეკონის ფეხები
ქვეწარმავლებზე დაკვირვებითაც შეიძლება ბევრი რამის სწავლა. მაგალითად, პატარა ხვლიკს, რომელიც გეკონის ოჯახს მიეკუთვნება, შეუძლია აცოცდეს კედელზე და ჭერს ჩაებღაუჭოს. ეს არსება ბიბლიურ დროშიც კი ცნობილი იყო ამ საოცარი უნარით (იგავები 30:28). რა მიზეზით არ ემორჩილება გეკონი მიზიდულობის კანონს?
გეკონის უნარი, მოეჭიდოს სარკესავით გლუვ ზედაპირსაც კი, განპირობებულია იმით, რომ მას ფეხის გულებზე აქვს ძალიან მცირე ზომის თმის საფარი, რომელსაც ჯაგარი ეწოდება. გეკონის ფეხები არ გამოყოფს წებოვან ნივთიერებას; ის იყენებს უმცირეს მოლეკულურ ძალას. ორი ზედაპირის მოლეკულები ერთმანეთს უერთდება ძალიან მცირე მიზიდულობის ძალის წყალობით, რასაც ვან დერ ვაალსის ძალები ეწოდება. როგორც წესი, მიზიდულობის ძალა აღემატება ვან დერ ვაალსის ძალებს; სწორედ ამიტომ არ შეუძლია ადამიანს კედელზე ხელებით ცოცვა. მაგრამ გეკონის ჯაგარი ზრდის კედლის ზედაპირთან შეხების ფართობს. ვან დერ ვაალსის ძალები და გეკონის ფეხებზე არსებული ათასობით თმის ღერი ერთად საკმარის ძალას წარმოქმნის იმისათვის, რომ პაწაწინა ხვლიკი ჭერს მოეჭიდოს.
როგორ გამოიყენეს ეს აღმოჩენა პრაქტიკაში? სინთეტიკური მასალები, რომლებიც გეკონის ფეხებზე არსებული ჯაგრის პრინციპით არის დამზადებული, შესაკრავ Velcro–ს ალტერნატიული ვარიანტია, რომელიც ქსოვილს ერთმანეთზე აწებებს. Velcro ბუნებიდან აღებული კიდევ ერთი იდეა იყოa. ჟურნალ „ეკონომისტში“ მოყვანილია ერთ–ერთი მკვლევარის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ „გეკონის მეთოდით“ დამზადებული პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს „სამედიცინო მიზნით იქ, სადაც ქიმიური წებოს გამოყენება არ შეიძლება“.
-
-
რას გვასწავლის ბუნება?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
გეკონს ფეხები არასდროს ესვრება. ის არ ტოვებს ნაფეხურებს. მას შეუძლია ყველანაირ ზედაპირს მოეჭიდოს ტეფლონის გარდა და მცირე ძალისხმევის შედეგად გადაადგილდეს. მკვლევარები ცდილობენ, ამ ქვეწარმავლის უნარი თავიანთ გამოგონებებში გამოიყენონ.
-