-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
8 პალმის ტოტები და მხიარული შეძახილები იოანეს კარვობის დღესასწაულსაც მოაგონებდა, რომელსაც ძველ ისრაელში ზეიმობდნენ. ამ დღესასწაულის შესახებ იეჰოვამ თქვა: „პირველ დღეს აიღეთ საუცხოო ხეების ნაყოფი, პალმის რტოები, შეფოთლილი ტოტები, ხევის ალვის ხის ტოტები და შვიდ დღეს იმხიარულეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე“. პალმის ტოტები სიხარულის სიმბოლო იყო. დროებითი კარვები ისრაელებს შეახსენებდა, რომ იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტიდან დაიხსნა და უდაბნოში ყოფნისას კარვებში ცხოვრობდნენ. ხიზნები, ქვრივები და უმამო ბავშვებიც ზეიმობდნენ ამ დღესასწაულს. მთელ ისრაელს უნდა გაეხარა (ლევიანები 23:40; მეორე კანონი 16:13—15).
-
-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
9. რას ამბობს ერთხმად უამრავი ხალხი?
9 გასაკვირი არ არის, რომ უამრავი ხალხი პალმის ტოტებს აქნევს, მიუხედავად იმისა, რომ არ შედიან სულიერ ისრაელში; ისინი დიდი სიხარულით ემადლიერებიან ღმერთსა და კრავს გამარჯვებისა და ხსნისთვის. ეს იოანეს ხილვაში ჩანს: «და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“» (გამოცხადება 7:10).
-