-
შეკითხვების ყუთისამეფო მსახურება — 2015 | ივლისი
-
-
ზოგი მაუწყებელი ინტერნეტით ბიბლიას ასწავლის იმ ქვეყნებში მცხოვრებთ, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია ან მაუწყებლების რაოდენობა მცირეა. ამას ხანდახან კარგი შედეგი მოაქვს. თუმცა, როცა მაუწყებლები ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით უცნობებთან ურთიერთობენ, შესაძლოა საფრთხეს გადააწყდნენ (იხილე 2007 წლის ივლისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 3). მართალია, ჩვენი სურვილია, რომ სასიხარულო ცნობა წრფელი ადამიანების გულებამდე მივიტანოთ, თუნდაც ინტერნეტით, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ცუდ საზოგადოებას, მათ შორის, განდგომილებსაც, გადავეყაროთ (1 კორ. 1:19—25; კოლ. 2:8). უფრო მეტიც, იმ ქვეყნებში, სადაც სამეფოს საქმე შეზღუდული ან აკრძალულია, შესაძლოა მიმოწერას ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ და საფრთხე შევუქმნათ ადგილობრივ და-ძმებს. სწორედ ამიტომ, მაუწყებლებმა ინტერნეტით არ უნდა ეძებონ ადამიანები სხვა ქვეყანაში, რათა მათ სასიხარულო ცნობა უქადაგონ.
-
-
შეკითხვების ყუთისამეფო მსახურება — 2015 | ივლისი
-
-
თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც სამეფო დარბაზები არ არის. თუ მას სურს, რომ ადგილობრივმა იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხონ, უნდა შევავსოთ ბლანკი „გთხოვთ მოინახულოთ“ (S-43) და გადავცეთ კრების მდივანს, რომელიც ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ამ ინფორმაციას ფილიალში გაგზავნის. ძმებმა, იმ ქვეყნის ფილიალიდან, რომელიც დაინტერესებული პირის ქვეყანაში სამქადაგებლო საქმეს ზედამხედველობს, საუკეთესოდ იციან ადგილობრივი ვითარება და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ მას (იხილე 2014 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 7 და 2011 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 2).
თუ ვინახულებთ პირს, რომელიც ტოვებს ჩვენს ქვეყანას ან ინტერნეტით ვასწავლით ბიბლიას უცხო ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, გვმართებს ზემოთ მოყვანილი პრინციპებით ვიმოქმედოთ. თუმცა სანამ დაინტერესებულ პირს ადგილობრივი მაუწყებლები მიაკითხავენ, შეგვიძლია მას კვლავაც აღმოვუჩინოთ სულიერი დახმარება. მაგრამ, თუ დაინტერესებული პირი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ბიბლიურ თემებზე საუბარს წერილების, ტელეფონისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით (მათ. 10:16).
-