განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ივნისში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ან ბუკლეტი „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“. ივლისსა და აგვისტოში: ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ ან ერთ-ერთი ამ 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ ან „რას გვამცნობს ბიბლია?“. სექტემბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“.
◼ ყველა იმ ბუკლეტსა თუ მოსაწვევს, რომლებსაც ქადაგებისას პირადად ვაძლევთ ადამიანს ან კართან ვუტოვებთ, თვის ბოლოს აღვრიცხავთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშში მოცემულ გრაფაში „ბროშურები და ბუკლეტები“. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ინტერესს გამოიჩენს და დაიტოვებს ლიტერატურას, თუნდაც ბუკლეტს, ინტერესის გასაღვივებლად აუცილებლად მოინახულე განმეორებით.
◼ 2015 წლის 19 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში კრების ბიბლიის შესწავლაზე დავიწყებთ წიგნის, „მიჰბაძეთ მათ რწმენას“, განხილვას. თუ კრების მარაგში საკმარისი რაოდენობით არ გაქვთ ეს წიგნი, იზრუნეთ, რომ ლიტერატურის მორიგი შეკვეთისას გამოიწეროთ მისი საჭირო რაოდენობა. ვინც ელექტრონულ პუბლიკაციებს ანიჭებს უპირატესობას, უმჯობესი იქნება, რომ ის ვებ-გვერდიდან jw.org ჩამოტვირთონ და აღარ შეუკვეთონ ბეჭდვითი ვერსია.