განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მაუწყებელს მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული, დაიწყოს ბიბლიის შესწავლა იმ მობინადრესთან, ვისაც მისცა ეს წიგნი ან ვისაც უკვე ჰქონდა ის. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა. ივნისში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს წიგნი, მაუწყებელს შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი.
◼ როდესაც ჩინურ ენაზე მოლაპარაკესთან ქადაგებ, აჩვენე ბროშურაში „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“ გვერდები, სადაც ცნობა მოცემულია ჩინურ (ტრადიციულ) (CH) და ჩინურ (მარტივ) (CHS) ენებზე, რათა განსაზღვრო, რომელ დიალექტზე ურჩევნიათ კითხვა. ძირითადად, ჰონკონგისა და ტაივანის მოსახლეობა ჩინურ (ტრადიციულ) (CH) დიალექტს ანიჭებს უპირატესობას; ხოლო ისინი, ვინც უშუალოდ ჩინეთიდან არიან, ჩინურ (მარტივ) (CHS) დიალექტს ამჯობინებენ. მაგრამ, როდესაც ვიდეო ან აუდიო მასალას სთავაზობ, გაითვალისწინე, რომელ დიალექტზე საუბრობს მობინადრე უკეთესად. როგორც წესი, ჩინელებსა და ტაივანელებს უკეთესად ჩინური (მანდარინი) (CHM) დიალექტი ესმით, მაშინ როცა ჰონკონგელები ჩინურ (კანტონურს) (CHC) ამჯობინებენ.
◼ აგვისტოს თვიდან დაწყებული სამსახურებრივ შეხვედრაზე განიხილება DVD ფილმი „იეჰოვას მოწმეები ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად“. საჭიროების შემთხვევაში ეს ფილმი რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ კრების საშუალებით.