-
დავუმოწმოთ ყველა ენისა და რელიგიის წარმომადგენელ ადამიანებსსამეფო მსახურება — 1998 | თებერვალი
-
-
19 ჩვენს ქვეყანაში ზოგან არიან ჩინელები, რომელთაც ბუდიზმი და სხვა აღმოსავლური ფილოსოფიები სწამთ. მრავალი სწავლობს ან მეწარმეობას ეწევა. როდესაც დამ ჩინელი მამაკაცი დაინახა საბაყლო მაღაზიაში, ტრაქტატი მისცა მის ენაზე და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ჩინელმა უთხრა: „წმინდა ბიბლიას გულისხმობთ? მთელი სიცოცხლეა ამას ვეძებ!“ ის იმავე კვირაში შეუდგა შესწავლას და ყველა შეხვედრაზე დასწრება დაიწყო.
20 ერთ ქვეყანაში პიონერი და ათწლეულზე მეტია ჭეშმარიტებას ასწავლის ჩინელ სტუდენტებს. რვა ბინიანი შენობის დამუშავებისას, რომელიც ამ სტუდენტებს ჰქონდათ დაქირავებული, ის ლოცვაში სთხოვდა იეჰოვას, რომ თითოეულ ბინაში დაეწყო შესწავლა. ორ კვირაში ის უკვე სულ მცირე ერთ სტუდენტს ასწავლიდა თითოეულ ბინაში. მან აღმოაჩინა, რომ პრაქტიკული მიდგომა იმის თქმაა, რომ საერთო წუხილი აღმოაჩინა სტუდენტებს შორის — ყველა მათგანს მშვიდობა და ბედნიერება უნდა. შემდეგ ეკითხება, მათაც ხომ არ აწუხებთ ეს. ისინი ყოველთვის ეთანხმებიან. ის მათ ყურადღებას ამახვილებს ბროშურაზე „უსასრულო მშვიდობა და ბედნიერება — როგორ ვიპოვოთ ისინი“, რომელიც ჩინელებისთვისაა გამოცემული. ხუთი შეხვედრის შემდეგ ერთმა სტუდენტმა მას უთხრა, რომ დიდი ხანია ეძებდა ჭეშმარიტებას და ახლა იპოვა.
-
-
დავუმოწმოთ ყველა ენისა და რელიგიის წარმომადგენელ ადამიანებსსამეფო მსახურება — 1998 | თებერვალი
-
-
ჩინელებისთვის
„უსასრულო მშვიდობა და ბედნიერება — როგორ ვიპოვოთ ისინი“ (ბროშურა)
-