-
ხმის სიმაღლემიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
მხედველობაში მიიღე ხმაური. ცხადია, ქადაგების დროს პირობებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრო ხმის სიმაღლე. შეიძლება ტრანსპორტის ხმაურის, ბავშვების ხმის, ძაღლის ყეფის, ხმამაღალი მუსიკის ან ტელევიზორის ხმის დაფარვა მოგიწიოს. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ იქ, სადაც ხალხი ახლო-ახლო ცხოვრობს, ხმამაღალი ლაპარაკით მეზობლების ყურადღებას მიიქცევ, რაც შეიძლება მობინადრეს არ ესიამოვნოს.
-
-
ხმის სიმაღლემიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
როგორ უნდა იმუშაო ხმის სიმაღლეზე. ზოგს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ ლაპარაკის დროს სათანადოდ არეგულიროს ხმის სიმაღლე. ზოგი ხმადაბლა იმის გამო ლაპარაკობს, რომ ბუნებრივად აქვს სუსტი ხმა. მიუხედავად ამისა, მცდელობასა და შრომას გარკვეული შედეგები მოჰყვება, თუმცა, შესაძლებელია, ადამიანს ხმა კვლავაც ჩვეულებრივზე სუსტი დარჩეს. ყურადღება უნდა მიაქციო სუნთქვასა და პოზას. მიეჩვიე სწორად ჯდომასა და დგომას. მხრებში გაიშალე და ღრმად ისუნთქე. შეეცადე, ფილტვების ქვედა წილებიც გაივსო ჰაერით. სწორედ ამ ჰაერის რეგულირებაზეა დამოკიდებული ლაპარაკის დროს ხმის სიმაღლის რეგულირება.
ზოგის პრობლემა ის არის, რომ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს. შეიძლება, ხმამაღლა ლაპარაკი მათ ჩვევად ექცათ ღია ცის ქვეშ ან ხმაურში მუშაობის შედეგად. სხვა მიზეზიც არსებობს: ზოგი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ყველა გაჰყვიროდა და ერთმანეთს სიტყვას აწყვეტინებდა. ამიტომაც ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ სიტყვის თქმის შესაძლებლობა, თუ სხვებზე ხმამაღლა ილაპარაკებენ. ისინი თანდათანობით სწავლობენ შედარებით ხმადაბლა ლაპარაკს, როდესაც ითვალისწინებენ ბიბლიის რჩევას: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლ. 3:12).
კარგი მომზადება, რეგულარული ქადაგებით მიღებული გამოცდილება და იეჰოვასადმი ლოცვა დაგეხმარება, ისწავლო ლაპარაკის დროს ხმის სიმაღლის სწორად რეგულირება. სცენიდან ლაპარაკობ თუ ქადაგებისას ესაუბრები ვინმეს, შეეცადე ყურადღება იმაზე გაამახვილო, თუ რა დახმარებას გაუწევს მსმენელს შენი სიტყვების მოსმენა (იგავ. 18:21).
-