ჩვენ ყველას ვთავაზობთ ძვირფას განძს
1 ღვთის სიტყვა ძვირფას განძს შეიცავს (ფსალმ. 12:6; 119:11, 14). ერთხელ, როცა იესომ თვალსაჩინო მაგალითები მოიყვანა, რომლებშიც სამეფოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა მხარეზე გაამახვილა ყურადღება, მან მოწაფეებს ჰკითხა: „ჩასწვდით ყოველივე ამის აზრს?“ ამ კითხვაზე მოწაფეებმა დადებითი პასუხი გასცეს. ამის შემდეგ იესომ უთხრა მათ: „ხალხის ყოველი მოძღვარი, რომელსაც ზეციერი სამეფოს შესახებ ასწავლეს, ჰგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საგანძურიდან გამოაქვს ახალი და ძველი“ (მათ. 13:1—52).
2 ბიბლიური სწავლებები, რომლებიც პირველად მოვისმინეთ, შეიძლება ძველ განძს შევადაროთ. დროთა განმავლობაში პირადი შესწავლის დროს ღვთის სიტყვაში მოცემული ღრმა საკითხების გამოკვლევით ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ და შეიძლება ითქვას, რომ ახალი განძი შევიძინეთ (1 კორ. 2:7). „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით დროთა განმავლობაში უფრო მეტად ჩავწვდით ბიბლიური ჭეშმარიტების განძს (მათ. 24:45).
3 ჩვენ ძალიან ვაფასებთ ძველად თუ ახლად შეძენილ სულიერ განძს. ეს ყოველივე აღგვძრავს, როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლებმა, უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღოთ და გულმოდგინედ გადავცეთ სხვებს ძვირფასი განძი — ბიბლიური სწავლებები.
4 ისწავლე იესოსგან: იესომ აჩვენა, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი იყო ბიბლიაში მოცემული განძი და ამიტომ დიდ ძალისხმევას ახმარდა იმას, რომ ის სხვებისთვისაც გაეზიარებინა მაშინაც კი, როცა დაღლილი იყო (იოან. 4:6—14).
5 იესოს სიყვარული აღძრავდა, რომ ბიბლიაში მოცემული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განძი გაეზიარებინა მათთვის, ვინც სულიერს იყო მოწყურებული (ფსალმ. 72:13). მას გული ეწვოდა მათ გამო და „ბევრ რამეს ასწავლიდა“ (მარ. 6:34).
6 მიჰყევი იესოს მაგალითს: თუ ვაფასებთ იმ ძვირფას განძს, რომელიც ღვთის სიტყვის შესწავლის დროს შევიძინეთ, იესოს მსგავსად, ჩვენც გულმოდგინედ გადავცემთ ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (იგავ. 2:1—5). დროდადრო შეიძლება ვიღლებით კიდეც, მაგრამ ღვთის სიტყვას მაინც ენთუზიაზმით ვქადაგებთ (მარ. 6:34). ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ შევიძინეთ ბიბლიაში მოცემული ძვირფასი განძი. ეს კი აღგვძრავს, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ ღვთის საქმეში და ძვირფასი განძი ყველას შევთავაზოთ.