-
როგორ უყურებს იეჰოვა თავის მართლებას?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
-
-
რა შემთხვევაში ვერ გავიმართლებთ თავს ღვთის წინაშე
„ჩემთვის ეს მეტისმეტად რთულია“. ამას ხშირ შემთხვევაში ბუნებით მორიდებული ადამიანები ამბობენ. გავიხსენოთ იონა, რომლის მაგალითიც ჩვენთვის საყურადღებოა. მან დავალება მიიღო, რისი შესრულებაც ძალიან რთული მოეჩვენა. იეჰოვამ უთხრა იონას, რომ ნინეველები კარს მომდგარი განადგურების შესახებ გაეფრთხილებინა. რთული არ არის იმის დანახვა, რატომ გაუჭირდა იონას ამ დავალების შესრულება. ნინევე ასურეთის დედაქალაქი იყო. ასურელები სისასტიკით იყვნენ ცნობილი. შესაძლოა იონა ფიქრობდა, რომ იმ ხალხს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა და სხვა მიმართულებით გაიქცა. მაგრამ იეჰოვასთვის ეს არ იყო გასამართლებელი მიზეზი და ის კვლავ ნინევეში გაუშვა საქადაგოდ. ამჯერად იონამ გაბედულად შეასრულა მიღებული დავალება და იეჰოვამ აკურთხა მისი ქადაგება (იონ. 1:1—3; 3:3, 4, 10).
თუ სასიხარულო ცნობის ქადაგება მეტისმეტად რთული გეჩვენება, გახსოვდეს, „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარ. 10:27). სთხოვე იეჰოვას დახმარება და დარწმუნებული იყავი, რომ ის გაგაძლიერებს და გაკურთხებს, რათა ძალა მოიკრიბო მსახურების შესასრულებლად (ლუკ. 11:9—13).
-
-
როგორ უყურებს იეჰოვა თავის მართლებას?საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ოქტომბერი
-
-
„ეს საქმე კარგად არ გამომდის“. შესაძლოა ფიქრობ, რომ სასიხარულო ცნობას კარგად ვერ ქადაგებ. ბიბლიურ დროში იეჰოვას ზოგი ერთგული მსახური ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებას. გავიხსენოთ, რა უთხრა მოსემ იეჰოვას, როცა მისგან კონკრეტული დავალება მიიღო: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ არა ვარ მჭევრმეტყველი; არც გუშინ ვყოფილვარ, არც მანამდე და არც მას შემდეგ გავმხდარვარ, რაც შენს მსახურს ელაპარაკები, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა არწმუნებდა თავის მხარდაჭერაში, მოსემ უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, იქნებ სხვა ვინმე გაგზავნო“ (გამ. 4:10—13). როგორ მოიქცა იეჰოვა?
იეჰოვამ არ გაათავისუფლა მოსე დავალებისგან. მას გვერდით აარონი დაუყენა, რომელიც ლაპარაკში დაეხმარებოდა (გამ. 4:14—17). უფრო მეტიც, წლების მანძილზე იეჰოვა გვერდში ედგა მოსეს და ყველანაირად ეხმარებოდა, რომ მიცემული დავალება წარმატებით შეესრულებინა. შენც შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა აღძრავს გამოცდილ თანამორწმუნეებს, დაგეხმარონ მსახურების შესრულებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა გაგვხდის გამოსადეგს თავისი დავალების შესასრულებლად (2 კორ. 3:5; იხილეთ ჩარჩო „ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები“).
-