საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბევრი ნაყოფი გამოიღეთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • [ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]

      როგორ ‘გამოვიღოთ ნაყოფი მოთმინებით’

      რა გეხმარებათ, რომ კვლავაც ქადაგებთ სამეფოს შესახებ ცნობას ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ნაკლებ ინტერესს ავლენენ? ქვემოთ მოცემული პასუხები პრაქტიკულ დახმარებას გაგიწევთ.

      „იმის ცოდნა, რომ იესო ბოლომდე გვიჭერს მხარს, მამხნევებს და სიმტკიცეს მმატებს იმის მიუხედავად, ხალხმა როგორ მიგვიღო“ (ჰარი, 72 წლის, მოინათლა 1946 წელს).

      «ყოველთვის მამხნევებს 2 კორინთელთა 2:17. მასში ნათქვამია, რომ ქადაგებისას „ღვთის წინაშე“ ვიმყოფებით და ამას „ქრისტეში“ ვაკეთებთ. მიხარია, როდესაც სამქადაგებლო მსახურების დროს ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ვთანამშრომლობ» (კლაუდიო, 43 წლის, მოინათლა 1974 წელს).

      «გულახდილად რომ გითხრათ, ქადაგება ადვილი არ არის ჩემთვის. და მაინც, საკუთარ თავზე გამოვცადე ფსალმუნების 17:30-ის ჭეშმარიტება: „ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს“» (გერარდი, 79 წლის, მოინათლა 1955 წელს).

      „მიხარია, თუკი მსახურების დროს ბიბლიიდან ერთი მუხლის წაკითხვის შესაძლებლობა მაინც მეძლევა, რადგან კიდევ ერთი კაცის გული შემოწმდა ბიბლიით“ (ელინორი, 26 წლის, მოინათლა 1989 წელს).

      „ვცდილობ, სხვადასხვანაირად მივუდგე ხალხს. ვარიანტი იმდენად ბევრია, რომ მთელი სიცოცხლე არ მეყოფა ყველას მოსასინჯად“ (პაული, 79 წლის, მოინათლა 1940 წელს).

      „უარყოფითი რეაქციის გამო გულს არ ვიტეხ. ვცდილობ შინაურულად ველაპარაკო ხალხს და მათი აზრიც მოვისმინო“ (დენიელი, 75 წლის, მოინათლა 1946 წელს).

      „ზოგჯერ ახალმონათლულები მეუბნებიან, რომ ჩემს ქადაგებასაც გარკვეული წვლილი მიუძღვის მათ იეჰოვას მოწმეებად გახდომაში. თურმე ჩემი ქადაგების შემდეგ დაუწყიათ სხვა მაუწყებლებს მათთან ბიბლიის შესწავლა და დახმარებიან სულიერ ზრდაში. მახარებს, რომ ჩვენი მსახურება კოლექტიურია“ (ჯოანი, 66 წლის, მოინათლა 1954 წელს).

      თქვენ რა გეხმარებათ ‘ნაყოფის მოთმინებით გამოღებაში’? (ლუკა 8:15).

  • ბევრი ნაყოფი გამოიღეთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 თებერვალი
    • ნაყოფი გამოგვაქვს სამეფოს თესლის გავრცელებით

      10. როგორ ხდება ცხადი იესოს მიერ მთესველისა და სხვადასხვა სახის ნიადაგის შესახებ მოყვანილი მაგალითიდან, რა არის სამეფოს ნაყოფი და რა არა?

      10 იესოს მიერ მთესველსა და სხვადასხვა სახის ნიადაგზე მოყვანილ მაგალითში გამამხნევებელ პასუხს ვკითხულობთ მათთვის, ვინც ნაკლებად ნაყოფიერ ტერიტორიებზე ქადაგებს. იესომ აღნიშნა, რომ თესლი არის ღვთის სიტყვაში მოცემული ცნობა სამეფოს შესახებ, ნიადაგი კი — ადამიანის სიმბოლური გული. ზოგი თესლი „კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და . . . ნაყოფი გამოიღო“ (ლუკა 8:8). რა ნაყოფი? როცა ხორბალი იზრდება, მისი ნაყოფი ახალი თესლია და არა ახალაღმოცენებული ხორბალი. ამის მსგავსად, ქრისტიანის ნაყოფი მაინცდამაინც ახლი მოწაფეები კი არ არიან, არამედ სამეფოს ახალი თესლია.

      11. როგორ განმარტავდით, რა არის სამეფოს ნაყოფი?

      11 ასე რომ, ნაყოფი ამ შემთხვევაში არც ახალი მოწაფეები არიან და არც კარგი ქრისტიანული თვისებებია. რადგან თესლი, რომელიც ითესება, სამეფოს შესახებ სიტყვაა, ნაყოფიც არაერთგზის გამრავლებული ეს თესლი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ნაყოფის გამოღება სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას გულისხმობს (მათე 24:14). მდგომარეობის მიუხედავად, აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს ასეთი ნაყოფის გამოღება, კერძოდ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის უწყება? არა! იმავე მაგალითში იესო განმარტავს, თუ რატომ.

      ღვთის განსადიდებლად საუკეთესო გავიღოთ

      12. შეუძლია ყველა ქრისტიანს სამეფოს ნაყოფის გამოღება? განმარტეთ.

      12 „პოხიერ მიწაზე დათესილი . . . — განაგრძობს იესო, — ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“ (მათე 13:23). მინდორში დათესილმა ხორბალმა შეიძლება სხვადასხვა რაოდენობის ნაყოფი გამოიღოს პირობებისდა მიხედვით. ასევე ჩვენც შეიძლება სხვადასხვა ზომით შევძლოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. იესომ დაგვანახვა, რომ ესმის ეს. ზოგს შეიძლება უფრო მეტად ეწყობოდეს ხელი, ზოგს კი უკეთესი ჯანმრთელობა და მეტი ენერგია ჰქონდეს. ამიტომ, შეიძლება სხვებზე მეტი ან ნაკლები შევძლოთ, მაგრამ თუკი ჩვენი შესაძლებლობისდა მიხედვით მაქსიმუმს ვაკეთებთ, იეჰოვა კმაყოფილია ჩვენით (გალატელთა 6:4). და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანდაზმულობის ან ავადმყოფობის გამო არ შეგვიძლია უწინდებურად მსახურება, ჩვენი თანამგრძნობი მამა, იეჰოვა, უეჭველად ხედავს, რომ ბევრი ნაყოფი გამოგვაქვს. რატომ თვლის იეჰოვა ასე? იმიტომ, რომ ვაძლევთ ‘ყველაფერს, რაც კი რამ გაგვაჩნია’b (მარკოზი 12:43, 44; ლუკა 10:27).

      13. ა) სამეფოს ნაყოფის გამოსაღებად რა უმთავრესი მიზეზი გვაქვს? ბ) რა დაგვეხმარება ნაყოფის კვლავაც გამოღებაში იმ ტერიტორიებზე, სადაც ხალხი მცირე ინტერესს ავლენს? (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე)

      13 იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი გამოგვაქვს სამეფოს ნაყოფი, თუკი გვეხსომება, რატომ ვაკეთებთ ამას, ყოველთვის გვექნება სურვილი, ‘წავიდეთ და ნაყოფი გამოვიღოთ’ (იოანე 15:16). იესომ განმარტა, უმთავრესად რატომ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). დიახ, ჩვენი სამქადაგებლო მსახურება ხალხის წინაშე იეჰოვას სახელის განწმენდას უწყობს ხელს (ფსალმუნები 108:30). იეჰოვას ერთგული მოწმე, სახელად ანერი, რომელიც უკვე 70 წელს გადასცდა, ამბობს: „დიდი პატივია, იყო უზენაესის წარმომადგენელი იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ინტერესი არც ისე დიდია“. ერთხელ კლაუდიოს, რომელიც 1974 წლიდან გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს, ჰკითხეს, რატომ აგრძელებს ქადაგებას, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ცოტა ავლენს ინტერესს. პასუხად მან იესოს სიტყვები მოიყვანა იოანეს 4:34-დან: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“. კლაუდიომ დასძინა: „იესოს მსგავსად, მინდა არა მარტო დავიწყო სამეფოს შესახებ უწყება, არამედ დავასრულო კიდეც ჩემთვის დაკისრებული ეს საქმე“ (იოანე 17:4). იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში იზიარებენ ამ აზრს (იხილეთ ჩარჩო „როგორ ‘გამოვიღოთ ნაყოფი მოთმინებით’“, გვერდი 21).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება