-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
გავიხსენოთ, რა უპასუხა იესომ მოციქულებს კითხვაზე: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“. მან თქვა, რომ ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება მთელ მსოფლიოში ქადაგება იქნებოდა. იესო ამაში მოწაფეების მომზადებას არ გულისხმობდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:3, 14). ასე რომ, ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება, იგივე ჭეშმარიტების თესლის თესვაა. ამიტომ გვახსოვდეს: რომც ვერავინ მოვიმოწაფოთ, დამოწმებით მაინც დავამოწმებთ.d იმის მიუხედავად, გვეხმაურება თუ არა ხალხი, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში და პატივი გვაქვს, „ღვთის თანამშრომელნი“ ვიყოთ (1 კორ. 3:9). ესეც ხომ სიხარულის მიზეზია!
-
-
რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ — „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
d ამ შეხედულებას ჯერ კიდევ ბიბლიის პირველი მკვლევრები იზიარებდნენ. 1895 წლის 15 ნოემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ხორბალი ბევრი რომც ვერ მოვაგროვოთ, ბევრს მაინც დავამოწმებთ ჭეშმარიტების შესახებ . . . სახარების ქადაგება ყველას შეუძლია“.
-