მიჰბაძე იეჰოვას სამართლიანობაში
1 „უფალს სამართალი უყვარს“ (ფსალმ. 36:28). ამიტომაც უსამართლო წუთისოფლის განადგურებამდე, უპირველესად ის იმაზე ზრუნავს, რომ ყველა ადამიანი გააფრთხილოს (მარ. 13:10). ეს ადამიანებს მონანიებისა და გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს (2 პეტ. 3:9). ვცდილობთ, მივბაძოთ იეჰოვას სამართლიანობაში? აღგვძრავს ადამიანთა სიღატაკე და ტანჯვა, რომ გავუზიაროთ მათ სამეფოს შესახებ იმედი? (იგავ. 3:27). სამართლიანობისადმი სიყვარული გვიბიძგებს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ქადაგებაში.
2 იქადაგე მიუკერძოებლად. ღვთის განზრახვების ყველასთვის, მიკერძოების გარეშე გაზიარებით ‘სამართლიანობას ვავლენთ’ (მიქ. 6:8). წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ არასრულყოფილ მიდრეკილებას, რათა არ განვსაჯოთ სხვები მათი გარეგნობის მიხედვით (იაკ. 2:1—4, 9). იეჰოვას „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4, აქ). ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას შეუძლია, სასწაულებრივად შეცვალოს ადამიანების ცხოვრება (ებრ. 4:12). თუ კარგად გვესმის ეს, მაშინ აღვიძრებით, რომ თითოეულთან დაჯერებულად მივიდეთ, მასთანც კი, ვინც ადრე არ მოგვისმინა.
3 ერთმა დამ, რომელიც მაღაზიაში მუშაობდა, შეამჩნია ერთი საშიში გარეგნობის მყიდველი, რომელიც რეგულარულად მიდიოდა მის მაღაზიაში. მიუხედავად ამისა, როდესაც შესაფერისი დრო ნახა საუბრისთვის, დამ სცადა ქადაგება სამოთხესთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის შესახებ. მყიდველმა პირდაპირ უთხრა, რომ არ სწამდა ასეთი ზღაპრები, თავად ჰიპი და ნარკომანი იყო. მაგრამ დას იმედი არ დაუკარგავს. ერთ დღეს ამ მყიდველმა ჰკითხა დას, თუ რას ფიქრობდა მისი გრძელი თმების შესახებ. დამ ტაქტიანად აუხსნა ბიბლიის თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით (1 კორ. 11:14). და გაკვირვებული დარჩა, რადგანაც მეორე დღეს ეს მამაკაცი წვერგაპარსული და თმაშეჭრილი ნახა! მან ითხოვა, მისთვის ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ; რაზეც დამ იზრუნა და ძმას შეატყობინა. მამაკაცმა სულიერ წარმატებას მიაღწია და მოინათლა. ამ მამაკაცის მსგავსად, დღეს ბევრი ემსახურება იეჰოვას. ისინი მადლიერები არიან მათი, რომლებმაც მიკერძოების გარეშე, შეუპოვრად უქადაგეს ცნობა სამეფოს შესახებ.
4 იეჰოვა მალე განწმენდს დედამიწას უსამართლობისგან (2 პეტ. 3:10, 13). დარჩენილი დროის განმავლობაში მივბაძოთ იეჰოვას სამართლიანობაში, რათა ყველას მიეცეს შესაძლებლობა, თავი დააღწიოს სატანის უსამართლო წუთისოფლის განადგურებას (1 იოან. 2:17).