საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • თუ შენს ენაზე არსებობს წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“ და მის გამოყენებას ისწავლი, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად ნახავ, როგორ იხსნება ასობით ბიბლიური მუხლი, რომლებიც ხშირად გვჭირდება ქადაგებისას. თუ უცნობი მუხლის გამოყენებას აპირებ, კარგი იქნება, თავმდაბლობა გამოავლინო და ის წინასწარ გამოიკვლიო, რომ ქადაგებისას მსმენელს სწორად გადასცე ჭეშმარიტება (იგავ. 11:2).

      გასაგებად განმარტე. დარწმუნდი, რომ მსმენელისთვის ნათელია კავშირი მსჯელობის საგანსა და იმ მუხლს შორის, რომელსაც იყენებ. მუხლის წაკითხვამდე თუ შეკითხვა დასვი, მსმენელმა უნდა დაინახოს, როგორ გაეცა მას პასუხი მუხლის საშუალებით. თუ ბიბლიურ მუხლს რაიმე აზრის დასასაბუთებლად იყენებ, მსმენელისთვის ცხადი უნდა იყოს, როგორ ადასტურებს ამ აზრს წაკითხული მუხლი.

      მუხლის მხოლოდ წაკითხვა — თუნდაც ხაზგასმით — ჩვეულებრივ, საკმარისი არ არის. გახსოვდეს, რომ ბევრი არ იცნობს ბიბლიას და ადამიანი, ალბათ, ერთი წაკითხვით ვერ მიხვდება, რა აზრის გადაცემა გსურს. ყურადღება გაამახვილე მუხლის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ ეხება განსახილველ საკითხს.

      საჭიროა, გამოყო მთავარი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება განსახილველ საკითხს. ამის გასაკეთებლად უმარტივესი მეთოდია აზრობრივი დატვირთვის მქონე სიტყვების გამეორება. თუ ვინმეს პირადად ელაპარაკები, შეგიძლია შეკითხვები დაუსვა და ამით დაეხმარო, თვითონ გამოყოს მთავარი სიტყვები. სცენაზე გამოსვლისას კი ზოგი მომხსენებელი სინონიმებს იყენებს ან თავისი სიტყვებით იმეორებს მუხლის აზრს. თუ ამ მეთოდს გამოიყენებ, ყურადღება მიაქციე, რომ მსმენელი არ დაიბნეს; ისე არ მოხდეს, რომ მან განსახილველ საკითხსა და უშუალოდ მუხლის სიტყვებს შორის კავშირი ვეღარ დაინახოს.

      მთავარი სიტყვების გამოყოფით მტკიცე საძირკველს უყრი მსჯელობის შემდგომ განვითარებას. განაგრძე დაწყებული საქმე. დაანახვე მსმენელს მუხლის წაკითხვამდე ამ მუხლის გამოყენების მიზეზი? თუ დაანახვე, ახლა შეეცადე აუხსნა, როგორ უკავშირდება გამოყოფილი სიტყვები იმას, რის გაგებასაც მოელოდა. მსმენელისთვის ნათელი უნდა იყოს ეს კავშირი. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ აგიხსნია მუხლის წაკითხვის მიზეზი, საჭიროა წაკითხვის შემდეგ მაინც ახსნა.

      ერთხელ ფარისევლებმა, თავიანთი აზრით, რთული კითხვა დაუსვეს იესოს. მათ ჰკითხეს: „ნებისმიერი მიზეზით არის დაშვებული ცოლთან გაყრა?“. პასუხის გაცემისას იესო დაბადების 2:24-ს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ მან მუხლის მხოლოდ ერთ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება და ის გამოიყენა კონკრეტული შემთხვევისთვის. იესომ ხაზი გაუსვა, რომ ცოლ-ქმარი „ერთი ხორცი“ არიან, და შემდეგ დასკვნა გააკეთა: „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:3—6).

      რამდენად ვრცლად უნდა განუმარტო მსმენელს ბიბლიური მუხლი, რათა გაიგოს, რატომ გამოიყენე? ეს დამოკიდებულია თავად მსმენელზე და განსახილველი საკითხის სერიოზულობაზე. ყოველთვის უმჯობესია მარტივად და კონკრეტულად ლაპარაკი.

      იმსჯელე წმინდა წერილების საფუძველზე. საქმეების 17:2, 3-ში ნათქვამია, რომ პავლე მოციქული თესალონიკეში „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“. ასეთი მსჯელობის უნარი იეჰოვას თითოეულმა მსახურმა უნდა განივითაროს. პავლემ ჯერ აღნიშნა, რომ იესოს ცხოვრებითა და მსახურებით შესრულდა წინასწარმეტყველებები ებრაული წერილებიდან, ბოლოს კი განაცხადა: „ქრისტე ეს იესოა, რომელსაც გაუწყებთ“.

      ებრაელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლემ ბევრი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან. აზრის ხაზგასასმელად ან საკითხისთვის ნათელის მოსაფენად ის ხშირად ტექსტიდან ერთ სიტყვას ან მოკლე ფრაზას გამოყოფდა და შემდეგ მის მნიშვნელობას ხსნიდა (ებრ. 12:26, 27). ებრაელების მე-3 თავში პავლემ ციტატები მოიყვანა ფსალმუნის 95:7—11-დან. ყურადღება მიაქციე, რომ ამ მონაკვეთიდან ის კონკრეტულად შეეხო სამ საკითხს: 1) რა როლს ასრულებს გული (ებრ. 3:8—12); 2) რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა „დღეს“ (ებრ. 3:7, 13—15; 4:6—11); 3) რა იგულისხმება სიტყვებში „ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“ (ებრ. 3:11, 18, 19; 4:1—11). ეცადე, მის მაგალითს მიჰბაძო, როდესაც ბიბლიურ მუხლს კონკრეტული შემთხვევისთვის იყენებ.

      ვნახოთ, რა ეფექტურად მსჯელობს იესო წმინდა წერილების საფუძველზე ლუკას 10:25—37-ში. ერთმა კანონის მცოდნემ ჰკითხა მას: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. იესომ ჯერ თავად კანონის მცოდნეს მისცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და შემდეგ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია იმის კეთება, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. ვინაიდან კანონის მცოდნემ ნათქვამის არსი მაინც ვერ გაიგო კარგად, იესომ მუხლში მოხსენიებულ მხოლოდ ერთ სიტყვაზე — „მოყვასზე“ — დაიწყო დაწვრილებით მსჯელობა. იესომ თავად კი არ განმარტა ამ სიტყვის მნიშვნელობა, არამედ იგავით დაეხმარა კანონის მცოდნეს სწორი დასკვნის გამოტანაში.

      ნათელია, რომ იესოს არ ახასიათებდა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ციტატების მოყვანა წმინდა წერილებიდან. ის განიხილავდა მუხლის სიტყვებს და შემდეგ მას დასმულ შეკითხვას უსადაგებდა.

      როდესაც ესაუბრებოდა სადუკეველებს, რომლებიც საკამათოს ხდიდნენ აღდგომის საკითხს, იესომ მათი ყურადღება გაამახვილა გამოსვლის 3:6-ის ერთ მონაკვეთზე, მაგრამ ის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. იესომ იმსჯელა ამ მუხლის საფუძველზე და ცხადყო, რომ ღვთის განზრახვით მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (მარ. 12:24—27).

      წმინდა წერილების საფუძველზე სწორად და ეფექტურად მსჯელობის უნარი ნამდვილად დაგეხმარება დახელოვნებულ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.

  • ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სავარჯიშო: დაფიქრდი 2 პეტრეს 3:7-ის მნიშვნელობაზე. ადასტურებს ეს მუხლი იმას, რომ დედამიწა ცეცხლით განადგურდება? (როდესაც განმარტავ, რა იგულისხმება სიტყვაში „დედამიწა“, განმარტე „ცის“ მნიშვნელობაც. რომელი მუხლებიდან ჩანს, რომ სიტყვა „დედამიწა“ შეიძლება ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით იყოს გამოყენებული? სინამდვილეში, ვის ან რის განადგურებაზეა ლაპარაკი მე-7 მუხლში? როგორ შეესაბამება ეს ნოეს დროს მომხდარ მოვლენას, რომელიც მე-5 და მე-6 მუხლებშია მოხსენიებული?).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება