-
ვისწავლოთ ახალი მიდგომების გამოყენებასაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 დეკემბერი
-
-
10, 11. როგორ იყენებდა პავლე გონივრულად თვალსაჩინო მაგალითებს მსმენელებთან? (იხილეთ სქოლიო).
10 როგორ იქცეოდა პავლე, როდესაც მსმენელებს ღრმა ჭეშმარიტ სწავლებებს უხსნიდა? მოციქული პავლე დახელოვნებული იყო და ხალხისთვის რთული ბიბლიური საკითხების ასახსნელად უბრალო, ადვილად გასაგებ მაგალითებს მიმართავდა. მაგალითად, მან იცოდა, რომ რომის იმპერიაში მცხოვრები ხალხისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რა იყო მონობა. შესაძლოა მრავალი ადამიანი, რომლებსაც ის სწერდა, მონები იყვნენ. ამიტომ პავლემ თვალსაჩინო მაგალითად მონობა მოიყვანა, რათა კიდევ უფრო განემტკიცებინა თავისი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ცოდვას დაემორჩილოს თუ სიმართლეს (რომაელები 6:16—20).
11 ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „რომაელ ბატონს შეეძლო თავისი მონის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გათავისუფლება; ან მონას შეეძლო ბატონისთვის საფასური გადაეხადა და მონობისგან გათავისუფლებულიყო. თავისუფლება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაშიც, თუ საკუთრება ღვთისთვის იქნებოდა შეწირული“. თავისუფალ მონას კვლავ შეეძლო ემსახურება ბატონისთვის, თუ ის ფულს გადაუხდიდა. როგორც ჩანს, პავლემ ეს საკითხი მოიხსენია, როცა წერდა, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, რომელ ბატონს ემსახუროს — ცოდვას თუ სიმართლეს. რომაელი ქრისტიანები ცოდვისგან გათავისუფლდნენ და ღვთის საკუთრება გახდნენ. მათ ხელს აღარაფერი უშლიდა ღვთის მსახურებაში, თუმცა შეეძლოთ კვლავაც ცოდვის მონობაში დარჩენილიყვნენ და ყოფილი ბატონისთვის ემსახურათ, თუკი მოისურვებდნენ. ასეთი უბრალო, მაგრამ ნაცნობი მაგალითის შემდეგ რომაელი ქრისტიანები, ალბათ, საკუთარ თავს ჰკითხავდნენ: „რომელ ბატონს ვემსახურები?“b
-
-
ვისწავლოთ ახალი მიდგომების გამოყენებასაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 დეკემბერი
-
-
b მსგავსად ამისა, როდესაც პავლემ ახსნა, თუ როგორი ურთიერთობა არსებობდა ღმერთსა და სულით ცხებულ ქრისტიანებს — „ძეებს“ — შორის, მან გამოიყენა იურიდიული პრინციპი, რაც საკმაოდ კარგად იყო ცნობილი რომის იმპერიაში მცხოვრები მისი მკითხველისთვის (რომაელები 8:14—17). „როგორც წესი, შვილად აყვანა რომაელებისთვის მიღებული იყო და ოჯახზე მათ წარმოდგენას არ ეწინააღმდეგებოდა“, — აღნიშნულია წიგნში „წმინდა პავლე რომში“.
-