-
პრაქტიკული ღირებულების ჩვენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
პრაქტიკული ღირებულების ჩვენება
ერთ კაცს ელაპარაკები თუ მრავალრიცხოვან აუდიტორიას, ნებისმიერ შემთხვევაში, არაგონივრული იქნება იფიქრო, რომ თუ შენთვის საინტერესოა შენი მსჯელობის საგანი, მსმენელიც აუცილებლად დაინტერესდება. ინფორმაცია მნიშვნელოვანიც რომ იყოს, ადამიანმა შეიძლება დიდხანს არ მოგისმინოს, თუ ვერ დაანახვებ პრაქტიკულ ღირებულებას.
გამონაკლისი არც სამეფო დარბაზში მოსული მსმენელია. ალბათ, ყველა მოგისმენს, როდესაც ისეთ მაგალითს ან შემთხვევას მოიყვან, რომელიც არასდროს გაუგიათ. მაგრამ ზოგს შეიძლება ყურადღება გაეფანტოს, როდესაც კარგად ნაცნობ თემაზე ილაპარაკებ, მით უმეტეს, თუ ამ თემას ახალს არაფერს შემატებ. მსმენელს იმის დანახვაში უნდა დაეხმარო, თუ რატომ და რა მხრივ არის მისთვის ნამდვილად სარგებლობის მომტანი ის, რის შესახებაც ლაპარაკობ.
ბიბლია პრაქტიკული აზროვნებისკენ ანუ სიბრძნის გამოვლენისკენ მოგვიწოდებს (იგავ. 3:21). იეჰოვამ იოანე ნათლისმცემლის საშუალებით ადამიანები ‘მართალთა სიბრძნისკენ მოაბრუნა’ (ლუკ. 1:17). ასეთი სიბრძნის სათავე იეჰოვასადმი ჯანსაღი შიშია (ფსალმ. 111:10). სიბრძნე ადამიანს დღესვე ეხმარება პრობლემების გადაჭრაში, სამომავლოდ კი ჭეშმარიტი, მარადიული სიცოცხლის მიღწევის შესაძლებლობასაც აძლევს (1 ტიმ. 4:8; 6:19).
-
-
პრაქტიკული ღირებულების ჩვენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
როგორ დავეხმაროთ მსმენელს პრაქტიკული ღირებულების დანახვაში. ქადაგებისას მსმენელს ყოველთვის დაანახვე სასიხარულო ცნობის პრაქტიკული ღირებულება. ამისათვის საჭიროა, იცოდე, რა აღელვებს შენს უბანზე მცხოვრებ ხალხს. როგორ გაიგებ ამას? მოისმინე რადიოთი და ტელევიზიით გადმოცემული ახალი ამბები. ყურადღება მიაქციე, რა არის დაბეჭდილი გაზეთების პირველ გვერდებზე. აგრეთვე შეეცადე, საუბარში ჩააბა მსმენელი და ყურადღებით მოუსმინო. ასეთი სახით დაინახავ, რომ ყველას რაღაც აწუხებს — ზოგი სამსახურს კარგავს, ზოგს გადასახადები აწევს მძიმე ტვირთად, სხვები ავადმყოფობენ ან ოჯახის დაღუპულ წევრს გლოვობენ, ვიღაც დანაშაულისა და უსამართლობის მსხვერპლი ხდება, ბევრს ოჯახი ენგრევა, მშობლებს ბავშვები არ ემორჩილებიან და ასე შემდეგ. დაეხმარება მათ ბიბლია? უეჭველად.
საუბრის დაწყებისას, ალბათ, უკვე გეცოდინება, რა საკითხზე ილაპარაკებ. მაგრამ, თუ ხედავ, რომ შენს მოსაუბრეს სხვა საკითხი აინტერესებს, შესაბამისად შეცვალე საუბრის თემა. თუ მზად არა ხარ მისთვის საინტერესო საკითხზე სასაუბროდ, უთხარი, რომ შემდეგი შეხვედრისას მიაწოდებ პრაქტიკულ ინფორმაციას. თუმცა ვერიდებით ‘იმაში ჩარევას, რაც არ გვეხება’, ყველას სიამოვნებით ვაგებინებთ, რა პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ბიბლია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (2 თეს. 3:11). ცხადია, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ადამიანებზე ბიბლიის ის რჩევები მოახდენს, რომლებიც პირადად მათ ეხება.
საუბარი შეიძლება მაშინვე შეგვაწყვეტინონ, თუ ადამიანებს ვერ დავანახვებთ, პირადად მათ როგორ ეხებათ ის, რის შესახებაც ვქადაგებთ. რომც მოგვცენ ლაპარაკის საშუალება, პრაქტიკულ ღირებულებას თუ ვერ დავანახვებთ, სასიხარულო ცნობა გავლენას ვერ მოახდენს მათ ცხოვრებაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ შევძლებთ მისი პრაქტიკული ღირებულების ჩვენებას, შეიძლება ჩვენმა საუბარმა მათ ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინოს.
დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას ყოველთვის გაამახვილე ყურადღება მასალის პრაქტიკულ ღირებულებაზე (იგავ. 4:7). დაეხმარე შემსწავლელს ბიბლიაში მოცემული იმ რჩევების, პრინციპებისა და მაგალითების ღირებულების გაგებაში, რომლებიც იეჰოვას გზებით სიარულს ასწავლის. ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რა სიკეთეს მოუტანს მას ღვთის გზებით სიარული (ეს. 48:17, 18). სწორედ ეს აღძრავს შემსწავლელს ცხოვრებაში საჭირო ცვლილებების მოხდენისკენ. გაუღვივე მას იეჰოვას სიყვარული და მის მოსაწონად მოქცევის სურვილი; დაე, საკუთარმა გულმა უკარნახოს, რომ გამოიყენოს ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები.
-