საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჟესტები და სახის გამომეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სახის გამომეტყველება. ჩვეულებრივ, ადამიანს ყველაზე ზუსტად სახეზე აღებეჭდება, თუ რას გრძნობს სინამდვილეში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალები და ტუჩები, აგრეთვე ის, თავი დახრილი გაქვს თუ აწეული. მხოლოდ სახის გამომეტყველებით, სიტყვის თქმის გარეშე, შეგიძლია გამოხატო გულგრილობა, ზიზღი, შეცბუნება, გაოცება ან კმაყოფილება. როდესაც სახის გამომეტყველება წარმოთქმული სიტყვების შესატყვისია, მსმენელს მხედველობითი აღქმისა და განცდის შესაძლებლობაც ეძლევა. შემოქმედმა 30-ზე მეტი კუნთი განალაგა ჩვენს სახეზე. როდესაც ვიღიმებით, ამ კუნთების დაახლოებით ნახევარი მოძრაობს.

      სცენიდან ლაპარაკისა თუ ქადაგების დროს შენი მიზანია, ხალხს სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდო. თბილი ღიმილი სწორედ ამის დამადასტურებელი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არავითარი გრძნობა არ გექნება აღბეჭდილი, ადამიანს ეჭვი შეეპარება შენს გულწრფელობაში.

      გარდა ამისა, შენი ღიმილი ადამიანს ეუბნება, რომ მისდამი კეთილგანწყობილი ხარ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ადამიანები ეჭვის თვალით უყურებენ უცნობებს. ღიმილით მსმენელს მოსასმენად განაწყობ და დაეხმარები, რომ თავისუფლად იგრძნოს თავი.

      რა უნდა გახსოვდეს

      • ჟესტები და მიმიკები მაშინ არის ეფექტური, როდესაც ბუნებრივია. დააკვირდი სხვებს, მაგრამ ზუსტად ნუ გაიმეორებ მათ ჟესტებსა და მიმიკებს.

      • გულდასმით შეისწავლე მასალა, როდესაც გამოსვლისთვის ემზადები. შეეცადე განიცადო და წარმოიდგინო წაკითხული. შემდეგ კი ხმით, ხელებითა და სახის გამომეტყველებით გამოხატე გრძნობები.

  • ჟესტები და სახის გამომეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაკვეთილი 12

      ჟესტები და სახის გამომეტყველება

      რა უნდა გააკეთო?

      ხელების, მხრებისა და მთელი სხეულის მოძრაობით გამოხატე აზრები, გრძნობები და განწყობილება.

      თვალების, ტუჩებისა და თავის მოძრაობითაც შეეცადე წარმოთქმული სიტყვების ხაზგასმას და გრძნობების გამოხატვას.

      რატომ არის მნიშვნელოვანი?

      ჟესტები და სახის გამომეტყველება ემოციების უკეთ გამოხატვისა და წარმოთქმული სიტყვების მხედველობითი აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ჟესტები და სახის გამომეტყველება დაგეხმარება უფრო ძლიერი გრძნობით ილაპარაკო, რაც, შესაბამისად, ხმაზეც აირეკლება.

      ზოგ ქვეყანაში ხალხი ხშირად ჟესტიკულირებს, ზოგან კი იშვიათად იყენებენ ჟესტებს. მიუხედავად ამისა, ლაპარაკის დროს თითქმის ყველა ადამიანი ბუნებრივად იცვლის სახის გამომეტყველებას და იყენებს ჟესტებს. ეს ეხება როგორც საუბარს, ისე აუდიტორიის წინაშე გამოსვლას.

      ჟესტებს იესო და მისი მოწაფეებიც იყენებდნენ. ერთხელ იესოს უთხრეს, რომ დედასა და ძმებს სურდათ მასთან ლაპარაკი. იესომ უპასუხა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“. შემდეგ კი მან «ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი, დედაჩემი და ჩემი ძმები“» (მათ. 12:48, 49). საქმეების 12:17-სა და 13:16-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ლაპარაკის დროს პეტრე და პავლე მოციქულებიც იყენებდნენ ჟესტებს.

      აზრებისა და გრძნობების გადმოცემა არა მხოლოდ მეტყველებით, არამედ ჟესტებითა და სახის გამომეტყველებითაც შეიძლება. ჟესტ-მიმიკის გარეშე ლაპარაკი გულგრილობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ურთიერთობის ამ საშუალების სათანადო გამოყენებით კი უფრო კარგად ჩანს ნათქვამის მნიშვნელობა. ტელეფონითაც რომ ლაპარაკობდე, ჟესტებსა და მიმიკებს თუ იყენებ, შენს ხმაში უკეთესად გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია ის, რასაც ამბობ და პირადად შენ რა დამოკიდებულება გაქვს ნათქვამისადმი. ამგვარად — მოხსენებით გამოდიხარ თუ კითხულობ, მსმენელი შენ გიყურებს თუ ბიბლიაში იხედება — ჟესტები და სახის გამომეტყველება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

      როგორც სიცილი და აღშფოთების გამოხატვა არ გისწავლია, ისე ჟესტებისა და სახის გამომეტყველების გამოყენებას ვერ ისწავლი ვერც ერთი წიგნიდან. ჟესტებმა შენი გრძნობები უნდა გამოხატოს. ჟესტი მით უკეთესია, რაც უფრო ბუნებრივია.

      ჟესტები ძირითადად ორი სახისაა: აღწერილობითი და ხაზგასმის. აღწერილობითი ჟესტები მოქმედებას გამოხატავს ან ზომასა და მდებარეობას აღწერს.

  • ჟესტები და სახის გამომეტყველება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • ხაზგასმის ჟესტები გრძნობების გამოსახატავად და აზრის დამაჯერებლად გადმოსაცემად გამოიყენება. მათი საშუალებით ხდება ხაზგასმა, აგრეთვე აზრის გაძლიერება და უფრო ცოცხლად გადმოცემა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება