-
მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
8. როგორ შეიძლება მსახურებაში საუბრის დასაწყებად გამოიყენოთ ის, რომ ხალხს უყვარს საკუთარი აზრის გამოხატვა?
8 ხალხს მოსწონს საკუთარი შეხედულებების გამოთქმა. მაგალითად, ძველი ათენის მკვიდრთ უყვარდათ საკუთარი აზრის გამოხატვა და ახალი ამბების მოსმენა. ამის შედეგად, მოციქულმა პავლემ იმ ქალაქის არეოპაგში შთამბეჭდავად ილაპარაკა (საქმეები 17:18—34). დღეს მობინადრესთან საუბრის დასაწყებად შეიძლებოდა გეთქვათ: „ჩემი მოსვლის მიზანი ის არის, რომ გავიგო, რას ფიქრობთ [კონკრეტულ საკითხზე]“. მოუსმინეთ, რას გეტყვით მობინადრე, თქვენც უთხარით ორიოდე სიტყვა ამ თემაზე ან ამ თემის გარშემო კითხვა დაუსვით, შემდეგ კი ტაქტიანად აჩვენეთ ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი.
-
-
მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს მოწაფეების მომზადებაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
-
-
10. როგორ შეგეძლოთ გაგეგოთ იმ ადამიანის რელიგიური შეხედულება, რომელსაც მსახურებისას ხვდებით?
10 თქვენ შეიძლება არაფერი იცოდეთ მობინადრის რელიგიური შეხედულების შესახებ. ამის გასაგებად შეგიძლიათ მას უთხრათ, რომ გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობს ხალხი ლოცვაზე. შემდეგ შეგეძლოთ გეკითხათ: „როგორ ფიქრობთ, ვინმე ისმენს ლოცვებს?“ პასუხიდან შეიძლება ბევრი რამ გაიგოთ ამ ადამიანის შეხედულებასა და რელიგიურობაზე. თუ მობინადრე მორწმუნეა, მისი თვალსაზრისის უკეთ გასაგებად შეგეძლოთ გეკითხათ: „როგორ ფიქრობთ, ღმერთი ყველა ლოცვას ისმენს თუ არა?“ ასეთი კითხვების შემდეგ თქვენ შორის საუბარი ბუნებრივად წარიმართება.
-