-
რას ნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
რით იყო გამორჩეული იესოს მკვდრეთით აღდგომა?
-
-
რას ნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
13. როგორ ადასტურებს მოწაფეების გულმოდგინება, რომ მათ ეჭვი არ ეპარებოდათ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში?
13 მესამე: იესოს მკვდრეთით აღდგომაზე მისი მოწაფეები გულმოდგინედ ამოწმებდნენ. მოწაფეებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ გულმოდგინე დამოწმების გამო დევნიდნენ, ტანჯავდნენ და სიცოცხლეს უსწრაფებდნენ. თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღმდგარა და ეს წმინდა წყლის სიცრუე იყო, მაშ, რატომ იგდებდა თავს საფრთხეში პეტრე მოციქული და რატომ უქადაგებდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ქრისტეს მოძულე და მისი სიკვდილის მუხანათურად დამგეგმავ რელიგიურ წინამძღოლებს?! ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ პეტრესა და სხვა მოწაფეებს მისხალი ეჭვიც კი არ ეპარებოდათ, რომ ქრისტე ცოცხალი იყო და ხელმძღვანელობდა საქმეს, რომლის შესრულებაც თავად ღმერთს ეწადა. ამასთანავე, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა მოწაფეებს აიმედებდა, რომ სიკვდილის შემდეგ თავადაც მკვდრეთით აღდგებოდნენ. მაგალითად, სიკვდილის პირას მყოფ სტეფანეს ოდნავადაც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა (საქ. 7:55—60).
-
-
რას ნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა თქვენთვის?საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
15. რატომ გვძენს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა გაბედულებას, რომ ვიქადაგოთ?
15 ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა გვძენს გაბედულებას, რომ ვიქადაგოთ. ღვთის მტრებმა 2 000 წლის განმავლობაში სასიხარულო ცნობის წინააღმდეგ რა იარაღს აღარ მიმართეს — განდგომილთა სწავლებებს, დაცინვას, თავდასხმას, აკრძალვას, წამებასა თუ სიკვდილით დასჯას. თუმცა ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებულმა ვერც ერთმა იარაღმა ვერ შეაჩერა სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე (ეს. 54:17). ჩვენ არ ვუშინდებით სატანის დამქაშებს, რადგან ქრისტე დაპირებისამებრ ჩვენთანაა და მხარს გვიჭერს (მათ. 28:20). ამგვარად, ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, რომ უშიშარნი ვიყოთ; ერთი რამ კარგად ვიცით: როგორც არ უნდა შეეცადოს მტერი, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენს შეჩერებას!
იესოს მკვდრეთით აღდგომა გვძენს გაბედულებას, რომ ვიქადაგოთ (იხილეთ მე-15 აბზაცი)
-